თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2014, 22:09
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2526,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესი "არსენალთან" მატჩამდე
ბოსმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა
დევიდ მოიესი
"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელმა თავკაცმა დევიდ მოიესმა "არსენალის" წინააღმდეგ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.ბოსი რამდენიმე თემას შეეხო.


მოიესი მატჩზე საუბრობს.

"ჩვენთვის არსენალის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ სახლში 3ქულით წასვლას ვაპირებთ.ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში, ჩვენ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.ამ სეზონში ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოწინააღმდეგე დავამარცხეთ.იმედია ჩვენ ამ წარმატებას დღევანდელ მატჩშიც გავიმეორებთ."


მოიესმა ტრამვირებულებზე ისაუბრა

"დევიდ მოიესმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "არსენალთან" მატჩს გამოტოვებენ მარუან ფელაინი და ფილ ჯონსი. მისი განცხადებით დღევანდელ მატჩში შესაძლოა ორივე ფეხბურთელი ვიხილოთ მოედანზე.

ჯონსმა მიიღო დაზიანება თავის არეში ჯონათან უოლტერთან შეჯახების შემდეგ, ამის გამო მას მოუწია "ფულემთან" გამართული შეხვედრის გამოტოვება.

რაც შეეხება ფელაინს, იგი 4 დეკემბრის მერე არ გამოსულა მოუედანზე, მას შემდეგ რაც ჩაიტარა ოპერაცია მაჯაზე. პროცედურების დასრულების შემდეგ მისი დაბრუნება კიდევ ერთი კვირით გადაიდო, რადგან მან მიიღო საზარდულის ტრავმა ვარჯიშზე.

თუმცა მედიასთან საუბრის დროს, მოიესმა აღნიშნა, რომ ორივე ფეხბურთელი ახლოსაა სრულ გამოჯანმრთელებასთან და ორივეს ექნება მოედანზე გამოსვლის შანსი."


მოიესი ფერდინანდზე

დევიდმა ასევე უარყო იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თითქოს რიო ფერდინანდი დუბაიში წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდა.შეგახსენებთ "წითლები" ხუთშაბათს დუბაიში 5დღით გაემგზავრებიან და კომფორტულ კლიმატურ პირობებში ვარჯიშს გამართავენ.

"მე შემიძლია ამ გავრცელებულ ინფორმაციაზე მხოლოდ ის ვთქვა, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა"-განაცხადა ბოსმა.

დუბაიში გამგზავრებაზე

"ჩვენ გვაქვს კარგი შანსი რათა ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ვარჯიში გავმართოთ.ეს ძალიან კარგი იდეაა. ჩვენ ბოლომდე მოვემზადებით, რათა ბერძნებს სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ."


Redevils.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
არსენალთან თამასში დეხეა მაგარი იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top