თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2014, 12:11
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1972,
კომენტარები: 12
ადნანი ძირითადში, მაგრამ ჯონსი და ფელაინი მანჩესტერში რჩებიან
კლუბს ტრავმიანობის სენი კვლავ აწუხებს.
ადნანი ძირითადში, მაგრამ ჯონსი და ფელაინი მანჩესტერში რჩებიან
თვეზე მეტი გავიდა, რაც ადნან იანუზაიმ უკანასკნელად დაიწყო მატჩი პირველივე წუთებიდან, ახლა იგი ძალიან დიდი ალბათობით სასტარტო შემადგონელობაში იქნება "მეთოფეების" წინააღმდეგ. ბელგიელმა ასევე ლონდონური კლუბის "ჩელსის" წინააღმდეგ დაიწყო თამაში ძირითადი შემადგნლობიდან, თუმცა გუნდი მარცხისგან მაინც ვერ გადაარჩინა (3-1).

ფილ ჯონსი და მარუან ფელაინი ტრავმის გამო გამოაკლდებიან დღევანდელ შეხვედრას. ფილს წინა მატჩის გამოტოვებაც მოუწია, რომელიც გუნდმა ფრედ (2-2) ითამაშა "ფულჰემის" წინააღმდეგ. ხოლო ფელაინის ჯერაც არ მოურჩენია საზარდულის ტრავმა, რომელიც ვარჯიშის დროს მიიღო.

გუნდს ასევე ვერ დაეხმარება ჯონი ევანსი, რომელსაც მყესის ტრავმა აწუხებს. ასე რომ, დღეს დიდი ალბათობით კვლავ ნემანია ვიდიჩი და ქრის სმოლინგი მოგვევლინებიან დაცვის ცენტრში. ხუან მატა, უეინ რუნი და რობინ ვან პერსი დიდი ალბათობით ძირითად შემადგნელობაში იქნებიან, ვინაიდან მოიეს გადაწყვეტილი აქვს, ყველას დაუმტკიცოს, რომ ისინი კვლავ ტოპ კლასის გუნდის ფეხბურთელები არიან.

ფეხბურთელები, რომლებიც გაემგზავრნენ ლონდონში: დე ხეა, ლინდეგაარდი, რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, სმოლინგი, ევრა, ბიუტნერი, ვალენსია, მატა, ქერიქი, ფლეტჩერი, გიგზი, კაგავა, იანგი, იანუზაი, რუნი, ვან პერსი, ჩიჩარიტო, უელბეკი.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
12 თებერვალი 2014 22:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დაიწყოს რა ძირითადიდან ვალენსია მატა რუნი იანუზაი პერსიმ რა დავიტანჯე ამ იანგის ყურებით სულ რო აწვდის :XXX
0
№12
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მეც დავიღალე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top