თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2014, 00:28
ავტორი: washington,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 14
From Italy: ვიდიჩმა "ინტერთან" 2+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა
ერთბაშად რამდენიმე იტალიური წყარო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის სერბმა ცენტრალურმა დამცველმა იტალიურ კლუბ "ინტერთან" სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2+1 სისტემის ხელშეკრულებაც გააშანშალა, თუმცა...
From Italy: ვიდიჩმა
ერთბაშად რამდენიმე იტალიური წყარო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის სერბმა ცენტრალურმა დამცველმა იტალიურ კლუბ "ინტერთან" სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2+1 სისტემის ხელშეკრულებაც გააშანშალა, თუმცა ნემანიას მილანურ გუნდში ასპარეზობა 30 ივნისის შემდეგ შეეძლება, რადგან სწორედ მაშინ ხდება იგი თავისუფალი აგენტი. ვიდიჩი წლიურ გასამრჯელოდან 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, ნემანიას გუნდიდან გაშვების ინიციატორი შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესია, რომელმაც ბრძანა, რომ ეს ყველაფერი სერბ დამცველს წაადგება და თან მის ადგილას ახალგაზრდებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალებაო. შეგახსენებთ, რომ ნემანია ვიდიჩი "სპარტაკის" მოსკოვიდან 2005 წელს € 10.5 მილიონად შეუერთდა "მანჩესტერს".

რაზე გააკრიტიკა მარტინ კოუნმა სერბი დამცველი? (ეს ინტერვიუ დაწერილია, მანამ სანამ ვიდიჩი "ინტერთან" წინასწარ კონტრაქტს გააფორმებდა)


წარსულში ცნობილი ინგლისელი დამცველის მარტინ კოუნმის თქმით: "ვიდიჩი გუნდს მაშინ ტოვებს, როდესაც უჭირს და ეს კაპიტნის მხრიდან უღირსი საქციელია. ნემანიას მორალური საკითხები ახლა ნაკლებად ანაღვლებს. პირიქით იმას ცდილობს, რომ "ინტერს", სადაც გადასვლას (დიდი ალბათობით) აპირებს (ცნობისთვის გეტყვით, რომ "ინტერი" თავის მოთამაშეებს წელიწადში 2.5 მილიონ ევროზე მეტს არ უხდის) სერბმა დამცველმა წლიური ჯამაგირი 4 მილიონამდე მოითხოვა, თუ არა, მაშინ ჩემის აზრით სხვაგან გადავა".

წყარო: sportwitness.ning.com
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
11 თებერვალი 2014 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა მოღალატე რეებს წერთ მაგარი ჩახედულები ხართ საღოლ.
თუ წავიდა ინტერში უკვე 33 წლის იქნება, მთელი სეზონი ტრავმები აქვს ხოლმე უკვე, რამდენი ხანია მაღალ დონეზე თამაში აღარ ჩაუტარებია, მიდის ისეთ ჩემპიონატში სადაც დაბალი ტემპია და გაქაჩავს კიდე. აქ დაასრულოს კარიერა რას ქვია ვერ გავიგე, თუ ადამიანი ხვდება რომ ფიზიკური კონდიციები აღარ უწყობს ხელს პრემიერლიგისთვის როგორ უნდა დაასრულოს აქ კარიერა?
რამდენიმე წელი მსოფლიოში საუკეთესო მცველი იყო, რაც ვიდა მანჩესტერს დაეხმარა მადლობის მეტი რა გვეთქმის, დიდ პატივს ვცემ და ვიცი რომ მანჩესტერის კონკურენტ გუნდში არ გადავა. დალშე წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის!
0
№12
ავტორი: DimaSanaia
11 თებერვალი 2014 15:30
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
gilmour,
სათქმელი აღარ დამიტოვე, მეც მაგ აზრზე ვარ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№13
ავტორი: Shako Jones
11 თებერვალი 2014 16:20
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
გააშანშალა ლოლ ;დ
0
№14
ავტორი: Rosso Diavolo
11 თებერვალი 2014 18:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
vidiCh :((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top