თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2012, 19:25
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 3056,
კომენტარები: 12
გარი ნევილის ბიზნეს გეგმები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი "ოლდ ტრაფორდთან" სასტუმროს აშენებას გეგმავს
გარი ნევილის ბიზნეს გეგმები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი "ოლდ ტრაფორდთან" სასტუმროს აშენებას გეგმავს.

გამოცემა Daily Mail-ის თანახმად ხუთშაბათ გარი ნევილი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა სასტუმროს აშენების შესახებ.ის გეგმავს მისი ყოფილი გუნდის სტადიონის "ოლდ ტრაფორდის" გვერდზე სასტუმროს აშენებას.

ყოფილმა "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა უკვე მანჩესტერის მერიიდან ნებართვა მიიღო ამ სასტუმროს აშენების შესახებ.მერიის გარდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გეგმავს ცალკე განიხილოს სასტუმროს აშენების გეგმა,რადგან შემდეგ პრობლემები არ შეიქმნას.

გარი ნევილი გეგმავს სასტუმროს თავზე პატარა საფეხბურთო მოედანის აშენებას და პატარა ტრიბუნის მოწყობას,რადგან კარგი ხედი გადაიშალოს "ოლდ ტრაფორდისკენ".

ამ პროექტის შესახებ უკვე გაჩნდა მითქმა-მოთქმები.კლუბის ხელმძღვანელობის ნაწილმა გააპროტესტა გარი ნევილის ინიციატივა.

"ეს მაღალი შენობა აშკარად ხელს შეუშლის მოედანს.ჩვენ იმედს ვიტოვებთ,რომ ამ პროექტს არ დაამტკიცებენ." - განაცხადა გუნდის ანგარიშების ხელმძღვანელმა.

ასევე აცხადებენ,რომ სასტუმროს დიდმა ავტოსადგომმა შეიძლება "ოლდ ტრაფორდის" ტრადიციული პეიზაჯები დაამახინჯოს.

გასულ თვეში გარი ნევილმა ამ პროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ეს ჩემს დებიუტს მახსენებს "მანჩესტერ იუნაიტედში".ჩვენს გარშემო პროფესიონალები მუშაობენ და იმედი მაქვს ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება." - აცხადებს გარი.

"ძალიან ვწუხვარ,რომ ეს ჩემი პირველი გამოცდაა ამ სფეროში.მე მსურს გარკვეული გამოცდილება მივიღო ამ სამუშაოში და წარმატებით გავაგრძელო ამ სფეროში მუშაობა."

გარი ნევილის ბიზნეს გეგმები


წყარო : Redevils.Ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
9 ნოემბერი 2012 20:41
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
არა ტო, დაამახინჯებს იქაურობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: VaRdo
10 ნოემბერი 2012 12:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეე გარი ტვინს ნუ ჭეჭყავ რა : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top