თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2014, 01:28
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2740,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)
ხვალ, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩია, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულემს მასპინძლობს. გთავაზობთ ხვალინდელი დაპირისპირების პრევიუს
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
მსაჯი: კევინ ფრენდი
თარიღი: კვირა, 9 თებერვალი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ლუიშ ნანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი, ფელაინი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Jones, Vidic, Ferdinand, Evra, Buttner, Valencia, Fletcher, Giggs, Cleverley, Young, Kagawa, Januzaj, Mata, Rooney, Hernandez, Welbeck, Van Persie.

"მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდის კაპიტანი, ნემანია ვიდიჩი უბრუნდება. საეჭვოა ახალგაზრდა მცველის, ფილ ჯონსის თამაში, რომელმაც ტრავმა წინა ტურის მატჩში მიიღო. გუნდს ვერ დაეხმარებიან მაიკლ კერიკი და მარუან ფელაინიც, რომლებსაც ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებთ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)
"ფულემი"

ტრავმირებულები: ბრიგსი, ეტერიჯი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რიისე, რიჩარდსონი, რიტერი.
განაცხადი: Stekelenberg, Stockdale, Hughes, Hangeland, Heitinga, Riise, Richardson, Riether, Parker, Holtby, Sidwell, Karagounis, Kasami, Tankovic, Rodallega, Duff, Kacaniklic, Dempsey, Bent, Mitroglou.

"ფულემს" "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლოა რიისეს გარეშე მოუწიოს თამაში. გუნდის მთავარი მწვრთნელი რენე მალესტინი იმედოვნებს, რომ მათი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კონსტანტინოს მიტროღლუ დიდ როლს ითამაშებს "იუნაიტედთან" მატჩში. შესაძლოა მოედანზე ჯონ ჰეიტინგაც ვიხილოთ.


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)

გუნდის ბომბარდირები: რობინ ვან პერსი 12 გოლი (9 პრემიერ ლიგაში); უეინ რუნი 11 გოლი (9 პრემიერ ლიგაში)

პრემიერ ლიგის ბოლო 11 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6 გამარჯვება მოიპოვა და 5–ჯერ დამარცხდა. დევიდ მოიესის შეგირდები არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში იმყოფებიან, მათ 24 მატში 40 ქულა აქვთ დაგროვილი და 7-ე ადგილზე იმყოფებიან. გასულ ტურში "წითელი ეშმაკები" სტოკ სიტისთან დამარცხდნენ, ანგარიშით 2–1 და ცხრილში დაწინაურების კარგი შანსიც გაუშვეს ხელიდან. "იუნაიტედმა" ბოლო მატჩი "ოლ ტრაფორდზე" "კარდიფთან" გამართა და 2–0 დაამარცხა მეტოქე.

გუნდის ჰოლანდიელ ფორვარდს რობინ ვან პერსის, პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

უეინ რუნიმ ბოლო 6 მატჩსი 5 გოლი გაუტანა "ფულემს". საერთო ჯამში უეინ რუნიმ 10–ჯერ დალაშქრა "ფულემის" კარი.

თუ კრის სმოლინგი გამოვა მოედანზე, მაშინ მას ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)

გუნდის ბომბარდირები: სტივ სიდუელი 6 გოლი (5 პრემიერ ლიგაში)

პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში "ფულემმა" მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო. რენე მალესტინის შეგირდები 4–ჯერ დამარცხდნენ მეტოქესთან. გუნდი 19 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და 5 ქულა აშორებს 17–ე ადგილოსან "სანდერლენდთან". "ფულემმა" წინა ტურის მატში "საუტჰემპტონს" უმასპინძლა და 0–3 დამარცხდა მეტოქესთან. ბოლო გამარჯვება 1 იანვარს მოიპოვეს, როდესაც "ვესტ ჰემი" დაამარცხეს საკუთარ კედლებში, ანგარიშით 2–1.

რენე მალესტინი გამართავს თავის პირველ მატჩს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, სადაც მან 12 წელიწადი გაატარა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები

გუნდები საერთო ჯამში სულ 76–ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან "იუნაიტედმა" 47–ჯერ მოახერხა მატჩის მოგება, 13 ფრედ, ხოლო 16 "ფულემის" გამარჯვებით დასრულდა. პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 25 აგვისტოს გაიმართა, რომელიც "ეშმაკებმა" 3-2 მოიგეს. "ფულემმა" ბოლო 7 მატჩში ვერც ერთხელ ვერ მოახერხა "იუნაიტედის" დამარცხება. მალესტინის შეგირდებს 2003 წლის შემდეგ არ მოუგიათ "ოლდ ტრაფორდზე". "მანჩესტერ იუნაიტედს" გოლების 25.6% 15-დან 30-ე წუთამდე გააქვს. "ფულემს" გოლების 36.4% 45-დან 60-ე წუთამდე აქვს გატანილი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" (პრევიუ)

"ჯონი ევანსი ტრამვის გამო ჯერ–ჯერობით არ არის მოედანზე გამოსასვლელად მზად, რაც შეეხება ფილ ჯონსს კი იგი თავს კარგად გრძნობს, მან ვარჯიშზე არაჩვეულებრივი ფორმა აჩვენა, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ იგი ხვალ მოედანზე გამოვა."

"ნემანია ვიდიჩის წასვლის შემდეგ ჩვენ რასაკვირველია სერბის შემცვლელს ვიპოვით. ჯერ–ჯერობით მის შემცვლელად მოისაზრებიან ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი, ადამიანები რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ.ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცენტრაული მცველის პოზიციაზე თამაში ძალიან ძნელია. ცენტრალურ მცველებს მეკარეებთან შედარებით გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. კრისი, ფილი და ჯონი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მათ ბოლო მატჩებში თავი გამოიჩნეს და ჩვენი ნდობაც მოიპოვეს."

"კლუბში მოსვლის პირველ დღეებში, რენე ძალიან დამეხმარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ მოთამაშეებმა იციან, თუ როგორ იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. რენე ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მინდოდა, რომ იგი ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ რენემ მიიღო გადაწყვეტილება კლუბის დატოვების შესახებ. მე მის გადაწყეტილებას პატივს ვცემ. რენემ საკუთარი საქმე ძალიან კარგად იცის, იგი შესანიშნავი მწვრთნელია. მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი."


ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
9 თებერვალი 2014 17:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მარტო მოგება უშველის მანჩესტერს , თუ ისევ მახინჯად ითამაშეს... რა აზრი აქვს ეგეთ მოგებას... მშრალად უნდა შეინახონ კარგი, როგორც მინიმუმ
0
№12
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ვერ მოიგეს მაგრამ მე მაინც მჯერა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top