თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 22:51
ავტორი: Esi,
ნანახია: 2259,
კომენტარები: 13
მორიგი ინტერესი
დევიდ მოიესს კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურს...
მორიგი ინტერესი
როგორც ჩანს, ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან აქტიური იქნება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდანვე. დევიდ მოიესს ამჯერად კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა,რომ იუნაიტედმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხუან მატა ლონდონის ჩელსიდან £37 მილიონად შეიძინა, მოიესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

შოტლანდიელ სპეციალისტს თვალში ამჯერად რომას ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმანი მოექცა,რომელსაც "ჰოლანდიელ როი კინითაც" კი მოიხსენიებენ.მოგეხსენებათ, ამ ფეხბურთელისადმი ინტერესს, თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონიც იჩენდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი არ შედგა. მოიესი მზადაა კევინის სანაცვლოდ რომას £30 მილიონი შესთავაზოს.

მეორე დაინტერესებას რაც შეეხება, ეს პ.ს.ვ ეინდჰოვენის ნახევარმცველი, 23 წლის ჯორჯინიო ვაილდამია.ამ უკანასკნელისადმი ინტერესს ასევე ლივერპული იჩენს.მისი საბაზრო ფასი კი £9 მილიონია.

წყარო:Daily star
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
9 თებერვალი 2014 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Strotmanze shansi ar gvaq verati moura kroosi mangala da coentrao kai gundi dadgeba
0
№12
ავტორი: ლადო
9 თებერვალი 2014 09:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რა ფეხბუღტეელები გავიშვით ზაფხულში და შეგვრჩა დატრავმული ფელაინი, მაღალი და უხარისხო...ან კევინი გვეყიდა, ან ფაბრეგასი, ან კიდევ ალკანტარა.....ახლაც რომ იყიდონ კევინი ძალიან მაგარი იქნება...
0
№13
ავტორი: Manchester_M
9 თებერვალი 2014 09:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სტროტმანი რომას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და ახლა არ გაუშვებს მითუმეთეს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ და დაჭირდებათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top