თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2014, 20:10
ავტორი: love united,
ნანახია: 3022,
კომენტარები: 11
გადაიხდის "იუნაიტედი" £37.5 მილიონს?
მანჩესტერელები ნახევარმცველის ყიდვას ეცდებიან
გადაიხდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები რვაჯერ დაესწრნენ პორტუგალიელი ახალგაზრდა ნახევარმცველის, უილიამ კარვალიოს თამაშს. პორტუგალიური გამოცემის, O Jogo-ს ცნობით, დევიდ მოიესის გუნდის ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელს "სპორტინგსა" და "აკადემიკას" შორის გამართულ მატჩის დროსაც აკვირდებოდა, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა. კარვალიოს პორტუგალიის ნაკრებშიც უთამაშია. მისი დებიუტი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, შვედეთის წინააღმდეგ შედგა.

გადაიხდის "იუნაიტედი" £37.5 მილიონს?

"იუნაიტედის" სკაუტები კარვალიოს აქტიურად აკვირდებიან


კარვალიოს "სპორტინგთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს გაფორმებული. კონტრაქტის გასაწყვეტად ლისაბონურ გუნდს მსურველებმა დაახლოებით £37.5 მილიონი უნდა შესთავაზონ. "იუნაიტედი" ეცდება ფეხბურთელი ხელში უფრო იაფად ჩაიგდოს. უილიამით, რომელიც წინა წელს "სერკლ ბრიუგეში" იყო განათხოვრებული, ასევე ინტერესდებიან "რეალი" და ბარსელონა. მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 გაფრთხილება მიიღო.

კარვალიოს გადმოსვლა მანჩესტერში გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ანდერსონს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა, თითქოს ლუიშ ნანის და სხვა ფეხბურთელებს სურთ "ოლდ ტრაფორდის" დატოვება. მაგრამ ბრაზილიელმა მალევე უარყო ეს ყველაფერი და ჟურნალისტები გააკრიტიკა.

გადაიხდის "იუნაიტედი" £37.5 მილიონს?

"იუნაიტედი" კარვალიოს ყიდვას ზაფხულში ეცდება.


კარვალიოს შესანიშნავი დარტყა. ფეხბურთელს ოდნავ არ გაუმართლა.



წყარო:dailymail
ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
6 თებერვალი 2014 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
NANIsI GACVALON!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top