თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2014, 02:23
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 11
ოლე: ''ზაჰას შეუძლია რონადლოს დონეს მიაღწიოს''
ოლე ზაჰაზე საუბრობს.
ოლე: ''ზაჰას შეუძლია რონადლოს დონეს მიაღწიოს''
"კარდიფის" მთავარმა მწვრთნელმა და ასევე ''იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, შეაფასა მის ზაჰას დებიუტი და ის თამამად შეადარა ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს.

"უილფრიდი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა თავის პოზიციაზე, იგი ბურთთან კონტაქტში საუკეთესოდ შედის." - ციტირებს ოლეს სიტყვებს The Mirror. "ის საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელია, ყოველთვის ცდილობს წინ წავიდეს და დაეხმაროს საკუთარ კლუბს შეტევის განხორიელებაში, ამიტომ მე თამამად ვამბობ, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება კრისტიანო რონალდოს.

''მე მაინც ვფიქრობ, რომ მან უნდა მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება, ყველა ხედავს თუ რა დონეზე თამაში სურს მას და როგორ მოსწონს მოედანზე გამოსვლა. თუ ის მოინდომებს და ბევრს იმუშავებს, შეუძლია რონალდოს დონემდე მივიდეს, უფრო მეტიც, მას შეუძლია რონალდოზე უკეთესი გახდეს''.

''არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც ასე ძალიან უყვარს შრომა და ვარჯიში, როგორც რონალდოს უყვარს. მე ვხედავდი, რომ ვარჯიშამდე და ასევე ვარჯიშის შემდეგაც ის სულ მუშაობდა საკუთარ თავთან და მან ყველას დაანახა, თუ როგორ შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა."

"არ შევუშინდები იმ ფაქტს, რომ სერ ალექსი და კრიშტიანო რონალდო სადმე ერთად ვახსენო, რადგან თუ გსურს, რომ უდიდეს წარმატებას მიაღწიო, ეს აუცილებლად საუკეთესოებისაგან უნდა ისწავლო."

"უილფრიდს ძალიან კარგი ხედვის უნდარი აქვს, მან მოედანზე შესვლის შემდეგ დიდი ცვლილებები შეიტანა მატჩში. მან საკუთარ გუნდს იმპულსი და თავდაჯერებულობა შეჰმატა. უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა ბიჭს მხოლოდ ფეხბურთის თამაში და მოედანზე მისი ძალების დამტკიცება სურს.

''ჩვენ შეგვიძლია მას დავპირდეთ, რომ ჩვენთან კიდევ ბევრ შეხვედრაში შეეძლება თავის წარმოჩენა. მოუთმენლად ველი მომავალ მატჩებს. მე გაოცებული ვარ უილფრიდით, მასთან მუშაობა უბრალოდ ძალიან სასიამოვნოა."


manutd.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red_girl
5 თებერვალი 2014 01:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
magrad epirfereba solskiaeri :-D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top