თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2014, 14:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3508,
კომენტარები: 15
მატას მერვე დღე მანჩესტერში
ხუან მატა გულშემატკივრებს უყვება ახალ კლუბში განვლილი 8 დღის შესახებ.
მატას მერვე დღე მანჩესტერში
მოგესალმებით ყველას!

როგორც უკვე დავწერე, მე დავიწყე ფიქრი განვლილ ერთ კვირაზე მანჩესტერში. ამ პოსტს სასტუმროდან ვწერ, სადაც ჩამოსვლის დღიდანვე ვრჩები. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი პოსტი საკუთარი სახლიდან გამოგზავნილი იქნება. ერთი სული მაქვს, საკუთარი ბინა ვიპოვო. ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ლამაზი საცხოვრებელი ადგილია.

როგორც უკვე ნათქვამი მაქვს, ფანების დახვედრა შესანიშნავი გამოდგა. ორივე, ფანებიც და ჩემი თანაგუნდელებიც თავს კომფორტულად მაგრძნობინებენ პირველივე დღეებიდან. ფეხბურთს რაც შეეხება, იმედი მაქვს, კარგ სტარტს მალე ავიღებთ და ცხრილში ზემოთ გადავინაცვლებთ. კვირა "კარდიფთან" გამარჯვებით დაიწყო. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი "იუნაიტედის" მაისურით, რომელიც ოლდ ტრაფორდზე შედგა. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს საღამო არასოდეს დამავიწყდება. გულშემატკივარი დიდებულად დამხვდა, ხოლო ოვაციები, რომელიც ჩემს მოედნიდან გასვლას მოჰყვა გასაოცარი იყო. ამ დროს ადგილი ჰქონდა ჟრუანტელსაც...

მატას მერვე დღე მანჩესტერში


სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ მეორე მატჩის მოგება "სტოკის" წინააღმდეგ.მათ ძალიან უცნაური სტადიონი გააჩნიათ და ქარიც არ იყო საუკეთესო პირობა იმისთვის, რომ ფეხბურთი ნორმალურად გვეთამაშა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ წაგება არ დაგვიმსახურებია. ჩვენ შევძელით ანგარიშის გათანაბრება და ვიფიქრეთ, რომ მოგებაც შეგვეძლო, თუმცა მაშინვე საპასუხო გოლი მივიღეთ. ჩვენ კარგი შანსები გქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. სახლში 0 ქულით და იმაზე ფიქრით დაბრუნდით, რომ ასეთი მატჩის დათმობა აღარ გვეპატიება. ვიმედოვნებ რომ ცოტაოდენი იღბალი, რომელიც გვაკლია მალე მოტრიალდება ჩვენკენ. ამასთანავე, დაგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც ტრავმა მიიღეს "სტოკთან" მატჩში. ყველაფრის და მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მოგებების სერიას დავიწყებთ და უკეთეს შედეგზე გავალთ.

ბევრი თქვენგანი მეკითხება ჩემი მაისურის ნომერთან დაკავშირებით. ეს კარგი და მნიშვნელოვანი ციფრია, რომელიც იმედია იღბალს მომიტანს. აგრეთვე, დღეს მერვე დღეა რაც "იუნაიტედთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ესეც აღსანიშნავია რა თქმა უნდა. ადვილი არ არის შეაფასო ყველაფერი ასეთ მოკლე ხანში, მაგრამ ეს უფრო მიადვილდება ხდება თქვენივე თანადგომით. სიმართლე გახლავთ ის, რომ მოედანზე თავს კომფორტულად მაგრძნობინებენ ჩემი თანაგუნდელები. ეს გრძნობა უფრო და უფრო იმატებს ყოველი მატჩის შემდეგ...

ამ კვირის ყველაზე ცუდი სიახლეს ლუის არაგონესის სიკვდილი გახლავთ. ამ ფაქტმა ყველა შოკში ჩაგვაგდო. ის იყო ესპანეთის ნაკრების მწვრთვნელი, როდესაც ეს გუნდი 2008 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ყველაზე უკეთ იცოდა, თუ როგორ აეთამაშებინა ეს ნაკრები, რომ საუკეთესო სანახაობა გვეხილა. მან წამოიწყო საუკეთესო ერა ესპანეთის ნაკრებისა. ის წვრთნიდა ბევრ გუნდს, აგრეთვე იყო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ასე რომ მან დიდი მემკვიდრეობა დატოვა. მე არასოდეს დამავიწყდება ვენაში გამართული ფინალი, რომელსაც თვალს ოვეიდოდან ვადევნებდი, როგორც რიგითი გულშემატკივარი. მშვიდობით განისვენე, ლუის და დიდი მადლობა იმისთვის, რაც შენ ფეხბურთისთვის გააკეთე.
მატას მერვე დღე მანჩესტერში


ლა ლიგას რაც შეეხება, კვირის მოულოდნელობა "ბარსას" კამპ ნოუზე მარცხი გახლავთ. ჩემი ყოფილი გუნდი (ვალენსია) შესანიშნავად გამოიყურებოდა შესვენების შემდეგ, ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია ამ კლუბს სეზონის დანარჩენ ნაწილში. ასე რომ, კვირა ამაღელვებელი დღე გამოდგა. ორი ბასკური კლუბი ორ მადრიდულ კლუბს დაუპირისპირდა.

პირველი, "ატლეტიკომ" სოლიდური გამარჯვება მოიპოვა "რეალ სოსიედადთან". შემდეგ კი, "ბილბაომ" და "რეალ მადრიდმა" ფრე ითამაშეს. ეს ფაქტი კი იმაზე მიგვითითებს, რომ მართლაც რთულია "სან მამესიდან" (ბილბაოს სტადიონი) ქულებს წამოღება. ვულოცავ ხესეს, რომელიც განაგრძობს მნიშვნელოვანი გოლების გატანას ამ სეზონში.

სანამ დაგემშვიდობებით, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმ წერილებისთვის, რომელიც მე ნამდვილად მეხმარება. მე ისევ ვაცხადებ, რომ სეზონის დანარჩენ ნაწილს პოზიტიურად ვუყურებ. კლუბი სულიერად არ დაცემულა. როგორც კი მოვახერხებ, მაშინვე დავათვალიერებ მანჩესტერის იმ სანახაობებს, რომელიც თქვენ ჩამომითვალეთ.

სიყვარულით

ხუანი.

მატას ბლოგი
15 კომენტარი
№11
ავტორი: R10NEY
3 თებერვალი 2014 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
magari kacia manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№12
ავტორი: Vodafone
3 თებერვალი 2014 22:17
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგარი ფეხბურთელი და მაგარი ადამიანია
0
№13
ავტორი: Jubo
3 თებერვალი 2014 22:41
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ასეთი ფეხბურთელები ჭირდება დღეს იუნაიტედს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: red devil
4 თებერვალი 2014 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Cudia esdt dros ro mogiwi chventan gadmosvla
0
№15
12 ივნისი 2016 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
კარგი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top