თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2014, 23:10
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2147,
კომენტარები: 11
"მეცხრამეტედ იუნიატედი" - შეხვედრა "სიტის" ფანებთან
"მეცხრამეტედ იუნიატედი" - შეხვედრა "სიტის" ფანებთან.
რამოდენიმე დღე გავიდა. მე და ვიტკა ყოველდღე დავდიოდით პაბში, ვერთობოდით, ვსვამდით და ვსაუბრობდით ფეხბურთზე.

ერთ დღეს ბიჭებმა გადავწყვიტეთ ბილიარდის სათამაშოდ წავსულიყავით და პატარა შეჯიბრება მოგვეწყო ერთმანეთში. სათამაშოდ მე , სემი, საიმონი, ვინსენტი, ვიტკა და ბილი წავედით. ბილი ჩვენს „ფირმაში“ ყველაზე ხანშიშესული კაცი იყო. იგი ორმოცდა თორმეტი წლის გახლდათ, მაგრამ არაფერი ეტყობოდა. ბილის ხოტორა თავი, განიერი მხრები და დაკუნთული ხელები ნებისმიერს შეაშინებდა. საბილიარდოში რომ შევედით, სემმა ყველასთვის ლუდი შეუკვეთა და სამი მაგიდა დავჯავშნეთ. მე საიმონს, ვიტკა ვინსენტს, ბილი კი სემს ეთამაშებოდა.

საიმონს ზედიზედ სამჯერ მოვუგე, მაგრამ ეს კაცი დანებებას არ აპირებდა. ამ დროს საბილიარდოში ოთხი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა. თავიდან მათთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, სანამ ერთ-ერთის ხელზე ტატუ არ შევნიშნე. ტატუზე გამოსახული იყო ჩვენი მოსისხლე მტრების გერბი. როგორც ჩანს, ეს ბიჭები მანჩესტერის „ცისფერი“ ნაწილიდან იყვნენ და „მანჩესტერ სიტის“ ქომაგობდნენ. ეს ტატუ მხოლოდ მე შევნიშნე, ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია და თამაში გავაგრძელე. ის მყუდროება, რომელიც მათ გამოჩენამდე სუფევდა რამოდენიმე წუთში დაირღვა. „სიტის“ ფანები უხამს სიტყვებს ბოლო ხმაზე იძახდნენ და უხეშად ხარხარებდნენ. სემს არ მოეწონა მათი ასეთი საქციელი და რამოდენიმეჯერ მიუთითა ეთიკის წესების დაცვისკენ. იმედი მქონდა, რომ მოვლენები მშვიდად განვითარდებოდა, მაგრამ დაუპატიჟებელი სტუმრების საქციელი ყოველგვარ საზღვარს გასცდა. სემს მათი სმენა ყელში ამოუვიდა, თავისთვის ჩაილაპრაკა „ახლა ვაჩვენებ ამათ როგორ უნდა ცუდად მოქცევაო“ და ბილიარდის თამაში შეწყვიტა. მაგიდას დაეყრდნო, კია ფეხებშუა მოიქცია და ცივი მზერით გახედა „ცისფრებს“. საიმონი მის გვერდით დადგა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ვფიქრობ, იმ ტატუზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აქამდე მხოლოდ მე შევამჩნიე.

- დამპალო ღორებო, როგორც ჩანს ნორმალურად ნათქვამი არ გესმით, არა?!
- ამას ჩვენ გვეუბნები?
- თქვენ გეუბნებით მაიმუნის უკანალიდან გამომძვრალო ლაწირაკებო. ჯერ ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭერით და ერთი ამბავი ატეხეთ. ეხლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანების შეწუხებას ბედავთ, არა? უბედური გუნდის ფანები რომ ხართ, ეგ არ იმყოფინეთ, გადაწყვიტეთ უარეს დღეში ჩაგეგდოთ თავი და „იუნაიტედის“ ფანებთან ბედავთ უზრდელობას? ეტყობა არ იცით როგორ ვსჯით უზრდელ ლაწირაკებს...
- მომისმინე...
- შენ თვითონ მომისმინე ახვარო პედერასტო ! სანამ ეგ სიფათი ჯერ კიდევ თავის ადგილზე გაქვს და სანამ კიდევ შანსი გაქვს ერთი-ორი კახპა შეაბა, დროზე დაახვიე აქედან, თორემ მთელი ცხოვრება ინანებთ, რომ აქ შემოხვედით.

ამ სიტყვების გაგონებაზე „სიტის“ ერთ-ერთმა ფანმა ბილიარდის კია ისროლა ჩვენკენ, რომელიც ვინსენტს პირდაპირ სახეში მოხვდა.

- ახლა კი წასულია თქვენი საქმე . - თქვა სემმა და ყველანი მათკენ გავვარდით.


„მანჩესტერ იუნიატედის“ ფანები ჩხუბში არ ვიყენებდით არანაირ იარაღს, მათ შორის არც ჯოხებს. ჩვენ ელვის სისწრაფით შევახტით „სიტის“ ფანებს. იმდენად სწარაფად, რომ ვერცერთმა მათგანმა განძრევაც ვერ მოასწრო. სემმა ერთ-ერთი მათგანი ბილიარდის მაგიდაზე დააგდო, ზედ შეაჯდა და დაუნდობლად ურტყამდა. მე და ვიტკამ შავკანიანი „ცისფერი“ დავიჭირეთ და იმდენად სასტიკად ვცემეთ, რომ ტირილი დაიწყო და გვევედრებოდა თავი დაგვენებებინა. საიმონი და ვისნენტი რომელიღაცას აწყევლინებდნენ გაჩენის დღეს, ბილს კი მათგან ყველაზე დიდი ჩაეგდო ხელთ და თავისი გიგანტური ხელებით ულამაზებდა სახეს. „სიტის“ ფანებს ყველამ მივუჩინეთ საკადრისი ადგილი, მხოლოდ სემი არ ეშვებოდა თავის მსხვერპლს. სამი პატენტი „მანჩესტერელი“ ძირს ეგდო, მხოლოდ ერთი იწვა ბილიარდის მაგიდაზე და მას სემი მეურვეობდა.

- სემ, დაანებე თავი, საკამრისად მოხვდათ. - უთხრა ვიტკამ .
- ჩემო ძმაო, იქამდე არ გავჩერდები, სანამ ეს ცენზურას შვილები არ გაიგებენ, რომ „იუანიტედის“ ფანებთან ცენზურას თამაში ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება დაუშვას.
- გავიგე, გავიგე , გთხოვ დამანებე თავი . - ევედრებოდა „სიტის“ საწყალი ფანი.
- დაგანებო? დაგანებო? მაშინ იცოდე, მეორედ ამ ტერიტორიაზე არასოდეს აღარ გამოჩნდე და ილოცე, რომ არსად გადაგვეყარო. გასაგებია?
- გასაგებია . გთხოვ , გამიშვი ! - კიდევ ევედრებოდა ის და თან პირიდან სისხლს აფურთხებდა.
- ხმამაღლა თქვი, რომ „მანჩესტერი წითელია“ და გაგიშვებ.
- „მანჩესტერი წითელია“
- არ გვესმის ! არა ბიჭებო? უფრო ხმამაღლა, ისე რომ ყველამ გაიგოს.
- „მანჩესტერი წითელია“ - დაიყვირა მან.

სემმა ხელი გაუშვა, წამოდგა და მაგიდიდან ჩამოხტა. ტანსაცმელი დაიფერთხა, თითქოს ამ ჟეშტით გვანიშნა „მისია შესრულებილიაო“ და საბილიარდოს გასასვლელისკენ დაიძრა. ჩვენ უკან გავყვევით, მაგრამ მოულოდნელად ის გაჩერდა. უკან მობრუნდა და ბარმენისკენ დაიძრა. ჯიბიდან ორასი ფუნტ-სტერლინგი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო. „ მადლობა მეგობარო, რომ პოლიციაში არ დარეკე. ეს აიღე, მოყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.“ სემი ნელა შემობრუნდა, „სიტის“ განადგურებულ ფანებს დახედა, ირონიულად გაიღიმა და წყნარი ნაბიჯებით წამოვიდა გასასვლელისკენ.

არავინ იცის როგორ დასრულდებოდა ეს შემთხვევა, რომ არა ბარმენის ასეთი საქციელი. შეიძლებოდა იმ დღეს გისოსებს მიღმა ამოგვეყო თავი, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩით. საბილიარდოდან ყველანი პაბში წავედით და სხვა ფანებს გავუზიარეთ „სიტის“ ფანებთან მომხდარი გაუგებრობა.
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარი სიახლეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top