თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2012, 22:57
ავტორი: Esi,
ნანახია: 2199,
კომენტარები: 12
იღბლით შესრულებული პენალტი...
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის თავდამასხმელ უეინ რუნიმ გუშინ გამართულ შეხვედრასა და გატანილ პენალტზე ისაუბრა...
იღბლით შესრულებული პენალტი...
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელ უეინ რუნიმ გასულ პრემიერ ლიგულ მატჩში არსენალის წინააღმდეგ გაცუდებული პენალტის შემდეგ გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ბრაგასთან დაპირსპირებაში უეინ რუნის ისევ მიეცა შანსი გაეტანა თერთმეტმეტრიანი,რომელიც ერთის მხრივ კურიოზულ და იღბლიან პენალტადაც შეგვიძლია შევრაცხოთ.

მანჩესტერისათვის და პირველ რიგში უეინ რუნისათვის საბედნიეროდ რუნის დარტყმული ბურთი მეტოქის კარში აღმოჩნდა,მაგრამ სანამ რუნი ბურთს შეეხებოდა,მანამდე მოედნის სისველის გამო მას მარცხენა ფეხი გაუსრიალდა,მაგრამ მეკარე საწინააღმდეგო მხარეს გადახტა და რუნიმაც თავისი გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში.

"მე ძალიან გამიმართლდა"-განახცადა უეინ რუნიმ

"ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,მაგრამ მეკარე საპირისპირო მხარეს გადახტა და მე მოვახერხე გოლის გატანა.ვფიქრობ,რომ ძალიან გამიმართლა ამ მომენტში და ძალიან გახარებული ვარ,რომ პენალტი ზუსტად შევასრულე"

"მე ძალიან გაწბილებული ვიყავი გასულ ტურში არსენალის კარის მიმართულებით არაზუსტი პენალტის შესრულების შემდეგ,მაგრამ იმ შეხვედრაში კარგი გაკვეთილი მივიღე და გუშინ გამართულ მატჩში მომეცა შანსი,რომ გამომეყენებინა პენალტი,რაც მოვახერხე"


გუშინ გამართულ მატჩში პორტუგალიელები იგებდნენ 0-1ს,მაგრამ მატჩის ბოლო 13 წუთში მანჩესტერ იუნაიტედმა მოახერხა სამი გოლის გატანა,ჯერ შეცვალზე შემოსულმა რობინ ვან პერსიმ ანგარიში გაათანაბრა,სწორედ ამის შემდეგ უეინ რუნის წაქცევისათვის დაინიშნა პენალტი,რომელიც თვითონ დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა,ხოლო დამატებულ მესამე წუთზე საბოლოო ანგარიში ხავიერ ერნანდესმა დააფიქსირა 1-3 წითელი ეშმაკების სასარგებლოდ.

"მე ვფიქრობ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა,რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივრებს.ჩვენ გვჭირდება ჩვენი თამაშის პოვნა და გვმართებს იმის ძალა,რომ უფრო სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ"-დაასრულა რუნიმ
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
9 ნოემბერი 2012 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
პენლებით მაინც იტანე გოლები
0
№12
ავტორი: VaRdo
10 ნოემბერი 2012 12:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შორიდან დარტყმებიც დაამუღამე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top