ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, ული გესე, რომელიც გახლავთ გერმანული ფეხბურთის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი და რედაქტორი გერმანული ოფიციალური ჟურნალისა "ჩემპიონთა ლიგის" შესახებ, იტყობინება, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველ ტონი კროოს "იუნაიტედში" გადმოსვლის სურვილი აქვს.
24 წლის ნახევარმცველმა უარი განაცხადა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. გესე ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ფინანსური მხარის გავლენა არ არის და კროოს ერთი სული აქვს როდის გადავა "ოლდ ტრაფორდზე".
ცოტა ხნის წინ "ბაიერნის" მთავარმა მწრთვნელმა პეპ გვარდიოლამ არ უარყო, რომ შესაძლოა ეს ტრანსფერი შედგეს.
"კროოსი საჭირო ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თანაც ძალიან სწრაფად. დღეს აქ ხარ, ხვალ იქ."–აცხადებს გვარდიოლა.
თვითონ ფეხბურთელიც აცხადებს, რომ შესაძლებელია დატოვოს კლუბი:
"არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები არ იგეგმება და მე მთლიანად კონცენტრირებული ვარ სეზონის მეორე ნახევარზე. ყველას ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი, თუმცა დღესდღეობით მე ვთამაშობ ტოპ–კლუბში, ტოპ–ტრენერის მეთაურობით და მე ეს მაწყობს, მიუხედავად ამისა მე მალე მივიღებ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალზე."
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 დღე, 7 საათი და 12 წუთი რჩება.