თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2014, 16:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3970,
კომენტარები: 13
მატა: "თუ რომელიმე გუნდს ცხრილის შუიდან სათავეში გადასვლა შეუძლია, ეს გუნდი "იუნაიტედია"
მატამ გუშინდელ მატჩზე, "მანჩესტერის" საოცარ ატმოსფეროსა და მომავალ თამაშებზე ისაუბრა.
მატა:
მიუხედავად იმისა, რომ ხუან მატამ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა მაისურის ფერი, ის "ოლდ ტრაფორდს" უკვე სახლად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი "წითელი ეშმაკი" შაბათს გახდა, ხოლო ოფიციალურად, როგორც კლუბის რვა ნომერი ის ორშაბათს წარადგინეს. მისი დებიუტი გადმოსვლიდან პირველივე თამაშში შეგდა "კარდიფის" წინააღმდეგ.

თამაშის შემდგომ ინტერვიუს დროს, მატამ უგულვებელყო ის ფაქტორი, რომ ის მხოლოდ რამდენიმე დღეა "იუნაიტედშია" და აღფრთოვანება გამოხატა ყველას დახვედრის გამო.

"დრო ძალიან სწრაფად გავიდა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. მე მხოლოდ ორჯერ მომიწია გუნდთან ერთად ვარჯიში, თუმცა დახვედა მართლაც საოცარი იყო. ჩემი თანაგუნდებელები მართლაც კარგები არიან. აქ დიდებული ატმოსფეროა. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის იქნება შემდეგი თამაში."

"სტადიონი ხომ საერთოდ დაუჯერებელია,"
-აგრძელებეს მატა. "ფანები თამაშამდეც მღეროდნენ და გვამხნევებდნენ. ეს ჩემთვის შესანიშნავი წუთები იყო. სტადიონზე მყოფ ფანებსაც რომ თავი გავანებოთ, სოციალურმა ქსელებმა ძალიან ბევრი რამ მაჩვენა. როდესაც მე ამ ყველაფერს შევხედე და გავეცანი კიდევ არ მჯეროდა, რომ "იუნაიტედს" ამ რაოდენობის ფანები ყავს, თანაც ასეთი საოცარი."

"ახალი გადმოსული ვარ, თუმცა პირველივე წუთებიდან სტადიონზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. სიმართლე რომ გითხრათ გასულ კვირას მე ბევრი არ მივარჯიშია ტრანსფერების გამო, მაგრამ მე შემიძლია გაუმჯობესება. მე კარგად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის დიდებული იყო ასეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში."


გამარჯვებამ მატას მეტი სტიმული მისცა, მოგებისა და "პრემიერ ლიგის" სათავისკენ წასვლის სურვილი უფრო გაუზარდა.

"ჩვენ ეს სული უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ. მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს. თუ რომელიმე კლუბს შეუძლია ცხრილის შუიდან სათავეში გადასვლა, ეს "იუნაიტედია". ჩვენ ვეცდებით რაც შეგვიძლია ყველა თამაში მოვიგოთ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შესაძლებლობაში დარჩენილ ყველა მატჩში გამარჯვება შევა."-დაასრულდა ესპანელმა.

ManUtd.com
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
30 იანვარი 2014 01:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მეტი დროა გუნდთან შესაწყობად და კაგავაც ათამაშდება ეს თუ იქნება დარწმუნებული ვარ!
0
№12
ავტორი: red devil
30 იანვარი 2014 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es chadges formashi da mere naxet :@
0
№13
ავტორი: don_vini
30 იანვარი 2014 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
100 % უნდა მოვხვდეთ ლიგაზე და ეს ლივერპულის ხარჯზე უნდა მოხდს ისე ვითარდება მოვლენები და ისეა ქულები.ყველაზე მეთად ეს იქნება ტკბილი ლივერპული სხარჯზე თუ მოხდა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top