თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2014, 16:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2137,
კომენტარები: 11
მოიესს გოლების რიცხვი არ აკმაყოფილებს.
"წითლების" თავკაცი ნასიამოვნებია გუშინდელი მატჩით, თუმცა მეტი გოლის ხილვა სურდა.
მოიესს გოლების რიცხვი არ აკმაყოფილებს.
გუშინ შედგა ხუან მატას დებიუტი. მასთან ერთად დაბრუნდა რობინ ვან პერსიც ტრამვიდან, რომელიც 10 დეკემბრის მერე აღარ გამოჩენილა. ჰოლანდიელს მხოლოდ ექვსი წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. პერსისთან ერთად დაბრუნდა უეინ რუნიც. რობინის გოლს, იანგმაც დაუმატა და საბოლოოდ თამაში "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ მოიესმა თამაშს ნორმარული უწოდა და ხაზი გაუსვა "იუნაიტედის" იმ მხარეებს სადაც "წითლებს" გაძლიერება სჭირდებათ.

"როდესაც ჩვენ გავიტანეთ პირველი გოლი, მე მალევე ველოდი მეორესაც და ვიმედოვნებდი, რომ თამაშის ბედს მალევე გადავწყვეტდით. და მაშინაც კი როცა ჩვენ მოვახერხეთ მეორე ბურთის გატანა, მე მესამე მსურდა. მაგრამ ისიც კარგია, რომ ადრევე მოვახერხეთ მეტოქის კარის დალაშქვრა და საერთო ჯამში კარგად დავიწყეთ."

"მაგრამ გაგრძელებამ მაინცდამაინც არ დამაკმაყოფილა, მე მინდოდა რომ უკეთესი სანახაობა გვეჩვენებინა. მაგრამ კარგი მომენტებიც გვქონდა. ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ რობინი დაგვიბრუნდა, თუმცა ის ჯერ ბოლომდე მორჩენილი არ არის და დრო სჭირდება ფორმაში ჩასადგომად. ასევე დაგვიბრუნდა უეინიც და შედგა ხუანის პირველი დებიუტი, ამიტომაც ყველაფრის გათვალისწინებით, ეს მშვენიერი საღამო იყო."
-განაცხადა ბოსმა.

ManUtd.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
30 იანვარი 2014 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Meti goli unda gaetanat
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top