თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 15:15
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2904,
კომენტარები: 12
კროსი: მალე მომიწევს გადაწყვეტილების მიღება
ტონი კროსი ღიად ტოვებს მისი მომავლის საკითხს გერმანულ გრანდში.
კროსი: მალე მომიწევს გადაწყვეტილების მიღება
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტონი კროსი, რომელსაც სხვადასხვა გამოცემა აქტიურად უკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედს", ღიად ტოვებს მისი მომავლის საკითხს გერმანულ გრანდში.

გერმანელ ფეხბურთელს ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად 18 თვე დარჩა "ბაიერნში". აქვე შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესი უკვე იმყოფებოდა "ბაიერნის" მატჩზე სადაც ის ტონი კროსის აგენტთან ერთად დააფიქსირეს.

24 წლის ნახევარმცველმა ერთხელ უკვე უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლიევბაზე და არ აპირებს ამასთან დაკავშირებით რაიმე დიალოგის გამართვას გერმანულ გუნდთან.

"მე ვერაფერს გამოვრიცხავ" - განუცხადა მან "Kicker-Sportmagazin"-ს.

"მე კონტრაქტის მიხედვით ბაიერნს ვეკუთვნი (2015 წლის ივნისამდე). ჯერ-ჯერობით კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი შეხვედრა არ არის დანიშნული. ახლა მხოლოდ სეზონის მეორე ნაწილზე ვკონცეტრირდები."

"ცხოვრებაში უფრო რთული პერიოდებიც ყოფილა. მე ვთამაშობ ტოპ კლუბში, ტოპ მენეჯერთან. მე კმაყოფილი ვარ, თუმცა მალე მომიწევს გადაწყვეტილების მიღება."


კროსმა 41-ჯერ მოახერხა გერმანიის ნაკრებში თამაში, ასევე მან 118 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და 12 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: SkySports
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
28 იანვარი 2014 17:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კროოს წამო რა

კროოს წამო რა
0
№12
ავტორი: Manchester_M
28 იანვარი 2014 23:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
2 დღეშიც მოასწრებენ მაგრამ არამგონია ზზამთარში დატოვოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top