თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 12:19
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2892,
კომენტარები: 11
მოიესი: გუნდში ცვლილებები იქნება
დევიდ მოიესმა კლუბის მომავალზე ისაუბრა
მოიესი: გუნდში ცვლილებები იქნება
დევიდ მოიესმა განაცხდა, რომ კლუბის სარეკორდო თანხად შეძენილი ხუან მატა ხაზს უსვამს მისი დიდ ამბიციებს "მანჩესტერ იუნაიტედში".

მატა კლუბს პარასკევს შეურთდა და ორშაბათს გამართა პირველი პრესკონფერენცია "კარინგტონზე". კონფერენციაზე საუბრის დროს, შოტლანდიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ეს ტრანსფერი მხოლოდ მისი გრძელვადიანი პერსპექტივის დასაწყისია და გააკეთა მინიშნება, რომ ცვლილებები ისევ გაგრძელდება.

მოიესმა ასევე განაცხადა, რომ ის არ აპირებს დიდი ყურადღება დაუთმოს ორი თასიდან გამოვარდნას და გააგრძელოს ბრძოლა სატიტულო რბოლაში.

"მე იმედგაცრუებული ვარ, რომ კარგ პოზიციაზე არ ვიმყოფებით. მე იმედგაცრუებული ვარ ჩვენ თამაშით. მაგრამ ამას გამოვასწორებ. მე ჯერ კიდევ ვაპირებ ფეხბურთელების დამატებას. ეს აუცილებლად მოხდება."

"სამწუხაროდ, მეტ ტრანსფერს იანვარში ვერ შევძლებთ. თუმცა აუცილებლად იქნება ცვლიელები. მე ბევჯერ მითქვამს, რომ ყველა ფეხბურთელს მეცა თამაშის და საკუთარი ძალების დამტკიცების შანსი."

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არ გამოდგა ძალიან კარგი ჩვენთვის. მე ახალი დაწყებული მქონდა ჩემი საქმე. ჩვენ ჯერ კიდევ ფეხბურთელების შესწავლაში ვიყავით და გვყავდა ახალი აღმასრულებელი დირექტორი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რა გვჭირდება. ჩვენ შევეცდებით დავიწყოთ ცვლილებები და ეს აუცილებლად მოხდება ზაფხულში."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
28 იანვარი 2014 23:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წელს მცველიც დაგვემატებია კაი იქნებოდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top