თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2014, 13:09
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2319,
კომენტარები: 12
ოლეს ოლდ ტრაფორდზე კვლავ უმღერიან!
მოახლოვებული დაბრუნება და შეუცვლელი აურა.
ოლეს ოლდ ტრაფორდზე კვლავ უმღერიან!
პრემიერ ლიგის ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედი" მეშვდე ადგილს იკავებს. ამასთანავე "ეშმაკუნებმა" უკვე დათმეს ოთხი საშინაო შეხვედრა. გუნდი გამოეთიშა როგორც Fa, ასევე Capitan One cup-ის გათამაშებას. მაგრამ სოლსკიაერი, რომელიც ხვალ ოლდ ტრაფორდს "კარდიფის" მწვრთნელის რანგში ესტუმრება, მიიჩნევს რომ ოცნებების თეატრს კვლავ გააჩნია გამორჩეული აურა და სხვა ფეხბურთელებს შიშს ჰგვრის თავისი გამორჩეულობით.

"მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ოლდ ტრაფორდმა დაკარგა ძველებური აურა." აცხადებს ნორვეგიელი. "ამ სტადიონზე თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა და შეიძლება შისის გამოწვევადაც ჩავთვალოთ. ჩემი სამუშაო ის არის, რომ საკუთარ ფეხბურთელებს ეს შიში შევუმსუბუქო."

როდესაც "ბავშვის სახიან მკვლელს" ჰკითხეს თუ რაოდენ ემოციურია ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება მან ამგვარად უპასუხა: "მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ."

"ემოციურზე მეტად პროფესიონალი გახლავართ. მე ვესტუმრები ოლდ ტრაფორდს და რა თქმა უნდა, დავტკბები სანახაობით. მე დანებებას არ ვაპირებ, ახლა ჩემს გუნდზე მაქვს გადატანილი ყურადღება."

"კლუბის გულშემატკივრებს მე ახლაც ვუყვარვარ, რადგან მათთან კარგი დამოკიდებულება მქონდა. ნორვეგიაში ყოფნისას, როდესაც ბავშვებთან ერთად ვადევნებდი თვალს "იუნაიტედის" თამაშებს, მე ბავშვები ხელის დადებით მეუბნებოდნენ "ისინი კვლავ შენზე მღერიან, მა!""

"მაგრამ მე ასეთი ემოციურიც არ ვარ, როგორც ზემოთ ვახსენე. არ იცი როდის შემოგიტევს ემოციები, ძნელი სათქმელია. ანალოგიურია, თითქოს სარორწინო განცხადებას აკეთებდე." - დაასრულა 40 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე "იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე მასპინძლობს ოლე გუნარ ლოსლკიაერის გუნდს "კარდიფ სიტის".



წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
27 იანვარი 2014 17:33
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
!! ოლეე !! შეეე მგელო !!
ხვალ იმედი მაქვს რა თQმა უნდა მოვიგებთ და ყველაზე კარგი რაც ჩვენმა ბიჭებმა უნდა გააკეთონ გატანილი ბურთის შემდეგ მოტრიალდნენ !!
თითქოს ავტო გოლი გავიდაო !! არ აღნიშნავენ იმედია request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№12
ავტორი: red devil
27 იანვარი 2014 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Bodishi ole mara 3 qula gvchirdeba uechveli da ra vqnat :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top