თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2014, 02:49
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2382,
კომენტარები: 15
მატას პირველი ინტერვიუ !!!
ესპანელის პირველი ინტერვიუ სრულიადში...
მატას პირველი ინტერვიუ !!!
შემოგთავაზებთ ხუან მატას პირველ ინტერვიუს, როგორც პასუხებს, ასევე კითხვებს.

- ხუან გამარჯობა, როგორი გრძნობაა იყო "იუნაიტედის" ფეხბურთელი ?
- მადლობა ძალიან დიდი, მოკლედ, დღეს ძალიან ბედნიერი დღეა ჩემთვის, მოვედი აქ, გავიცანი მწვრთვნელი სავარჯიშო მოედანზე, ასევე ახალი თანაგუნდელები, ეს არის გასაოცარი და დიდებული კლუბი, მე ვამაყობ რომ ვიმყოფები აქ.
- როდესაც გაიგეთ, რომ "იუნაიტედი" თქვენით იყო დაინტერესებული, რა იფიქრეთ პირველ რიგში?
- ეს არის კლუბი, რომელმაც მოიგო გასული წლების განმავლობაში ბევრჯერ პრემიერ ლიგა, ამიტომაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი კლუბი ინტერესდება შენით როგორიც "იუნაიტედია". ნამდვილად კარგი გრძნობაა.
- ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია კლუბში, თუმცა თქვენი ღირებულება სარეკორდოა, აცნობიერებთ თუ არა იმ ზეწოლას რაც ამ რეკორდს მოაქვს თქვენთვის ?
- დიახ, მე ვიცი, რომ ეს არის დიდი ფული და არის დიდი შეთანხმება, მაგრამ მე თავდაჯერებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ვივარჯიშებ საუკეთესოდ და ვიცი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, რადგან გუნდი კარგია, მენეჯერიც ასევე ძალიან კარგი, გულშემატკივრები დაუჯერებელი, ასე რომ ყველაფერი მაქვს წარმატებისათვის.
- თქვენ გასული 2 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხართ "ჩელსის" რიგებში, გაგიკვირდათ თუ არა, რომ კლუბმა გადაწყვიტა თქვენი გაშვება და რას ფიქრობთ ორი ასეთი დიდი კლუბის გარიგებაზე ?
- გულახდილად გამიკვირდა კიდევაც. თუმცა საბოლოო ჯამში მე მოხარული ვარ "ჩელსით", მათი მფლობელებით, იმ ხალხით ვინც კლუბში მუშაობს, ასევე გულშემატკივრებით, რადგან მათ გამხადეს მე საუკეთესო ფეხბურთელად გასული სეზონების განმავლობაში. ამიტომაც მე ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მექნება მათ მიმართ, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში მქონდა სირთულეები გუნდში, მე ვერ ვიღებდი იმ სათამაშო დროს რაც მინდოდა, მესმის რომ ფეხბურთი არის გუნდური თამაში, ამიტომაც მე პატივსვცემ ამ სიტუაციას, თუმცა ამ პოზიციიდან, შანსი რომ გადმოვსულიყავი "იუნაიტედში" იყო დიდებული მომენტი ჩემთვის, როგორც პირადი კარიერისთვის, ასევე როგორც მივიღო სიამოვნება სხვა დიდებული კლუბისგან
- დავიდ დე ხეა გელოდებოდათ თუ როდის ჩამოხვიდოდით და ის ძალიან ბედნიერი იყო.
- დიახ, ის მწერდა მე გასული 5-6 დღის განმავლობაში "როდის მოდიხარ, როდის ჩამოფრინდები, ვერტმფრენით, თუ ველოსიპეტით (იცინის)" და საბოლოოდ მე აქ ვარ, ძალიან მიხარია, რომ ვიქნები მასთან ერთად, რადგან ის არის ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი მეკარე, ასე რომ ის იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის. დაასრულა ხუან მატამ, იუნაიტედის ახალწვეულმა.

შეგახსენებთ, რომ ხუან მატა დღეს ჩაფრინდა "იუნაიტედში" და მოაწერა კონტრაქტს ხელი, მისი ფასი კი სარეკორდოა და 37,1 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
26 იანვარი 2014 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
7 ნომერი გადასცეს
0
№12
ავტორი: Manchester_M
26 იანვარი 2014 15:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წარმატებები !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მე მაინც 8 ნომერი მინდოდა რომ მიეცათ ან 9
0
№13
ავტორი: Lev
26 იანვარი 2014 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
გენიალური ნახევარმცველია.......ამაზე ამ ზამთარს ვერც კი ვიოცნებებდი.. როგორც ჩანს ოცნებები ხდება

თან ისეთ ასაკშია რომ ფორმის პიკი აქვს)) რუნი-პერსი კერიკი-მატა ნანი-იანუზაი ფლანგებზე. ბარსაზე და რეალზე მაგარი შემტევი ხაზი გვექნება)) იმედია ეს ოცნებაც ამიხდება ნანი რო დაბრუნდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№14
ავტორი: J.M.7
26 იანვარი 2014 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
წარმატებები love
0
№15
ავტორი: ratenco
26 იანვარი 2014 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
midi midi cardifs chavudot handikapi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top