"ზაჰა თავს დააღწევს "იუნაიტედის" კოშმარს და გახდება პრემიერ ლიგის "მეორე რაუნდის" ვარსკვლავი."
ასე იწყებს საუბარს ყოფილ შეგირდზე დუგი ფრიდმენი, ზაჰას ყოფილი მწვრვნელი, დამრიგებელი და მეგობარი, რომელიც ხვალ თავისივე შეგირდს დაუპირისპირდება. როგორც გავლენიანი გამომცემლობები იტყობინებიან, ინგლისელი ვინგერი თითქმის "კარდიფის" ფეხბურთელია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგილისის მომავალი იმედი ხვალ გამართავს სადებიუტო შეხვედრას "ბოლტონის" წინააღმდეგ, Fa Cup-ის მეოთხე რაუნდში.
"მე მასთან მუშაობა მომიწია, მაშინაც კი როდესაც ის ჯერ 16 წლის იყო, მას მხოლოდ პირველ გუნდზე ჰქონდა პრეტენზია. დარწმუნებული ვარ ეს ახლაც ასეა." - აცხადებს ფრიდმანი.
"რომელ გუნდშიც ის მიდის, იქ არ არის სარეზერვო გუნდი და ის მაშივე გახდება წამყვანი გუნდის ფეხბურთელი. "იუნაიტედში" მას არ ჰქონია ისეთი შანსები, როგორსაც თავად ისურვებდა. მას არც დრო გააჩნდა ადაპტირებისთვის."
"გასული ექვსი თვე გამოცდა იყო მისთვის. ახლა ის გაცილებით მეტჯერ გამოვა მოედანზე და უკან უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი პერსონა დაბრუნდება. ეჭვიც არ მეპარება რომ ის ადრე თუ გვიან, წარმატებას მიაღწევს "იუნაიტედში". კრიშტიანო რონალდოსაც ასეთი პერიოდი ჰქონდა. ადაპტაციას დრო სჭირდება." - დაასრულა "ბოლტონ ვანდერერსის" თავკაცმა.