თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 21:23
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3335,
კომენტარები: 20
რას ნიშნავს "მანჩესტერისთვის" გუშინდელი მარცხი?
ასეთი მატჩის, შედეგის და თერთმეტ მეტრიანების შემდეგ, რთულია რამეზე ლაპარაკი...
რას ნიშნავს
ასეთი მატჩის, შედეგის და თერთმეტ მეტრიანების შემდეგ, რთულია რამეზე ლაპარაკი. მოდით პოზიტიური მომენტებიდან დავიწყოთ და მერე გავაგრძელოთ.

1. ადნან იანუზაი-საუკეთესოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დღევანდელ შემადგენლობაში. იგი 18 წლისა, მაგრამ ფაქტია, რომ „იუნაიტედი“, მხოლოდ მაშინ ქმნის მომენტებს, როდესაც ადნანია მოედანზე. ძველ, ტკვილ დროში, ასეთ ფეხბურთელს დაიცავდნენ და მოსვენების დროსაც მისცემდნენ. მაგრამ „იუნაიტედს“ იმდენად არ ყოფნის რესურსები, რომ დევიდ მოიესი იძულებული ხდება იგი ყოველ შეხვედრაში ათამაშოს.

2.როგორც იქნა „იუნაიტედმა“ ფაქტობრივად შეძლო ახალი ფეხბურთელის შეძენა სატრანსფერო ფანჯარაზე. მატაში „იუნაიტედმა“ „ჩელსს“ 40 მილიონი შესტავაზა.

3. „ოლდ ტრაფორდზე“ შიშის ფაქტორი გაჩნდა... „იუნაიტედის“ ფეხბურთელები შიშს ჰყავს შებყრობილი. მთელი მატჩის განმავლობაში „სანდერლენდის’’ წინააღმდეგ, უმეტესად მეორე ნახევარში, ჩანდა, რომ ფეხბურთელებს ეშინიათ, როდესაც მათ უტევენ...და ამ დროს „სანდერლენდი“ გვიტევდა. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, მათ ადგილას „არსენალი“, „ჩელსი“ ან „სიტი“ რომ ყოფილიყვნენ.

4. თერთმეტ მეტრიანების სერი! სასაცილო იქნებოდა, ასე დამამცირებელი რომ არ იყოს. დიახ, „იუნაიტედის“ რიგებში არ ყოფილა პერსი, რუნი და გიგზი. მაიკლ ქერიქი შეცვალეს, ერნანდესი კი დაშავდა... მაგრამ, ჰო უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს იმის ძალა, რომ გავიდეს და თერთმეტ მეტრიანი დაარტყას? ვუყურებდი უელბექს, იანუზაის, რაფაელს და ფილ ჯონს და ასე მეგონა, თითქოს სადაცაა ტირილს დაიწყებდნენ. გულშემატკივრებიც ბოლოს ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ფეხბურთელებმა თავს ვერაფერს ვერ გაართვეს.

5. ყოველ შემთხვევაში, „სანდერლენდთან“ მარცხის შემდეგ, „იუნაიტედმა“ თავი აიცილა დამამცირებელი მარცხი „მანჩესტერ სიტისგან“.
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: salier1
24 იანვარი 2014 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
გიორგი,
პოზიტივი კაია wink
მატა დაალაგებს სიტუაციას, რუნი და პერსი დაბრუნდებიან და ათამაშდება გუნდი.
0
№12
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 08:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იანუზაია მთელი თამაში კარგი იყო, კაგავაც ცდილობდა რაღაცეებს. დაცვის ცენტრმა კარგად ითამაშა, ორი იძულებითი ცვლილება რომ არ ყოფილიყო მემგონი სხვანაირად დასრულდებვოდა შეხვედრა, მაგრამ ფეხბურთელებმა მაინც ცუდად ითამაშეს.
0
№13
ავტორი: ynwa
24 იანვარი 2014 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
სუარესი ლა სტარიჯი:):):)

ისე კარგი იქნებოდა ჩიჩარიტო ლივერპულში:):)) შეცვლაზე
0
№14
ავტორი: tupaca
24 იანვარი 2014 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
vicodi ro januza penals aacilebda radgan is klubistvis momavali ronaldoa :)
0
№15
ავტორი: Shako Jones
24 იანვარი 2014 13:06
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
იანუზაის მართლა ვერავინ ჯობია გუნდში ! ტიპი 18 წლისაა. გასაოცარია
0
№16
ავტორი: zorge
24 იანვარი 2014 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ჩემი ოცნებაა 4 ადგილზე გავიდეთ წელს და გაისად უკვე კაი ფეხბურთელები დავიმატოთ
0
№17
ავტორი: Count Alucard
24 იანვარი 2014 15:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან ნიჭიერია იანუზია მაგრამ მანჩესტერის დონის გუნდი 18 წლის ბიჭზე უნდა იყოს დამოკიდებული? ეგეც რომ დაიმტვრეს მერე რა უნდა ქნან? სანდერელნდს კი არა ჩემპიონშიპის გუნდებსაც ვეღარ მოვუგებთ. areyoukiddingme
0
№18
ავტორი: Manchester_M
24 იანვარი 2014 17:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბოლო პუნქტი ზედმეტი იყო :) სხვა საქმეა ის წავაგებდით თუ მოვიგებდით მაინც უნდა გავსულიყავით ის მეტ სირცხვილად მიმაჩნია სანდერლენდმა რო გამოგვაგდო ვიდრე ის რომ სიტი მოგვიგებდა და თუნდაც ისე როგორც გასვლაზე მოგვიგეს.
0
№19
ავტორი: buka oboladze
24 იანვარი 2014 19:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგი რა გავგიჟდი ამას პენლები ერქვა?? areyoukiddingme ბურთი კარში რომ დაერტყათ და მეკარეს აეღო კიდე ხო მაგრამ ამ იდიოტებმა ხუთიდან სამი პენალი კარს გადააცილეს
0
№20
ავტორი: MANUTD FAN.
24 იანვარი 2014 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მაგრამ ჩემი აზრით ის უფრო დამამცირებელია რო სანდერლენდთან მატჩში საქმე პენლების სერიამდე მივიდა და მანდაც კი წავაგეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top