თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 04:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 12
მოიესი: "ჩვენ მოგება არ დაგვიმსახურებია."
მოიესი "სანდერლენდთან" გამართულ მატჩზე საუბრობს.
მოიესი:
"სანდერლენდთან" განცდილი მარცხი ყველა გულშემატკივარისთვის შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. წითლები საკუთარ სტადიონზე პენალტებში დამარცხდნენ. მოიესი კი აცხადებს, რომ "მანჩესტერს" მოგება არ დაუმსახურები.

წითლები თითქოს კარგად იცავდნენ თავს მთელი თამაშის განმავლობაში. მათ მოახერხეს კიდევაც ერთი გოლის გატანა, თუმცა ამით კვანძი ჯერ კიდევ შეკრული იყო, რადგან "ეშმაკებს" ფინალში გასავლელად კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ.

ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ძირითად დროში გოლის გატანა, ხოლო დამატებითი დროის მიწურულს, მეტოქის კარის დალაშქვრა ყოფილმა წითელმა ეშმაკმა, ფილ ბარდსლიმ შეძლო. როდესაც უკვე "სანდერლენდი" ფინალში გასვლას ზეიმობდა, ჩიჩარიტომ ბოლო წუთზე მოახერხა ბურთის შეგდება.

მაგრამ "შავმა კატებმა" პენალტებით გაიმარჯვეს და მოიპოვეს "უემბლიზე" გამგზავრების უფლება, რათა ფინალში "მანჩესტერ სიტის" შეხვდნენ.

მენეჯერმა კი თამაშის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ ალბათ ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, რომ ფინალში გავსულიყავით. ჩვენ თითქოს კარგად ვიცავდით თავს და გოლის გატანაც კი მოვახერხეთ, თუმცა სტუმრებმა მოახერხეს გატანა ბოლო წუთებზე და ამან ყველაფერი შეცვალა."

"თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ საწუწუნო არაფერი გვაქვს. ჩვენ არ გვიჩვენებია იმდენად კარგი თამაში, რომ დაგვემსახურებინა უფრო დიდი ანგარიშით მოგება და ფინალში გამგზავრება. მე კი ამისთვის ვიბრძოდი."


ManUtd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
23 იანვარი 2014 16:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ გეკუთვნოდა და ვერც მოიგე :D:D
0
№12
ავტორი: chalicha
23 იანვარი 2014 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
წასვლა ხო დაიმსახურე წადი გუნდიდან რააააააააააააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top