თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2014, 01:37
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 12
ვან პერსი: რუნი მაძლიერებს
რობინ ვან პერსიმ უეინ რუნისთან პარტნიორობაზე ისუბრა და გაიხსენა ვან ბასტენის სიტყვები, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა
ვან პერსი: რუნი მაძლიერებს
რობინ ვან პერსი ფიქრობს, რომ მისი პარტნიორობა რუნისთან, მას უკეთეს ფეხბურთელს ხდის და დარწმუნებულია, რომ თვითონაც იგივე გავლენას ახდენს ინგლისელზე.

ეს წყვილი დიდი ხანია არ გამოსულა ერთად მოედანზე, რისი მიზეზიც გაუთავებელი ტრავმებია, ამ ყველკაფერმა კი "იუნაიტედის" საშინელი სერია გამოიწვია.

გასულ სეზონში ამ წყივლმა მოახერხა 38 გოლის გატანა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში და "პრემიერ ლიგის" ტიტულსაც დაეუფლნენ.

ვან პერსი: რუნი მაძლიერებს

ვან პერსის განცხადებით, რუნისთან პარტნიორობა მას აძლიერებს


რობინ ვან პერსი დარწმუნებულია, რომ ამ წყვილს ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლია.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ უფრო ძლიერები ვართ, როდესაც ერთად ვთამაშობთ." - განუცხადა ჰოლანდიელმა "UEFA Champions"-ის ჟურნალს.

"ნებისმიერ სპორტში და რეალურ ცხოვრებაშიც, შენ უფრო ძლიერი ხარ როდესაც რაიმეს გუნდურად აკეთებ. ისეთი კალიბრის ფეხბურთელთან თამაში, როგორიც უეინია ძალიან მაძლიერებს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ჯერ კიდევ მეტის შემოთავაზება შეგვიძლია."

ვან პერსი: რუნი მაძლიერებს

რობინ ვან პერსის და უეინ რუნის გაუთავებელმა ტრავმება, გუნდი ცუდ სიტუაციაში ჩააგდო


"ერთ თამაშში ის გაიტანს გოლებს, მეორე თამაშში მე. ჩვენი დუეტი ძლიერდება ყოველდღიურად და ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

ვან პერსი ფიქრობს, რომ რუნის ძალიან განსაკუთრებული და გამორჩეული თამაშის სტილი აქვს.

"სინამდვილეში ჩვენ ორივე "ცხრა ნახევრის" პოზიციაზე ვართ, რადგან ორივეს შეგვიძლია როგორც ცენტრალურ ფორვარდად ასევე შედარებით უკან თამაში."

"ეს არის განსაკუთრებული სტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რაც ძალიან იშვიათია. ორივეს კარგად შეგვიძლია ამ როლების შესრულება. უეინს უფრო ხშირად უწევს ჩემს უკან თამაში, თუმცა მეც შემიძლია ამ საქმის შესრულება."


ვან პერსი: რუნი მაძლიერებს

შესანიშნავმა დუეტმა გასულ სეზონში "მანჩესტერს" მორიგი "პრემიერ ლიგის" ტიტული მოპაოვებინა


ვან პერსიმ ასევე აღიარა, რომ მას კარიერის განვითარებაში ძალიან დაეხმარა "მილანის" ჰოლანდიელი ლეგენდის, მარკო ვან ბასტების სიტყვები.

"ვან ბასტენი ფეხბურთს ყოველთვის ცივი გონებით უყურებდა." - განაცხადა პერსიმ.

"მე მახსოვს ერთი მატჩი "სიტისთან", როდესაც ორჯერ ძელს გავარტყი ბურთი და ერთხელ მცირე მანძილით ავაცილე. იმ თამაშში ჩვენ დავმარცხდით."

"შემდეგ ვიმყოფებოდი ჰოლანდიაში, სადაც ნაკრების მატჩისთვის ვემზადებოდი. მაშინ ვან ბასტენმა მკითხა 'როგორი იყო 'სიტისთან' მატჩი?". მე ვუპასუხე, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშე. მან კიდევ ერთხელ დამისვა იგივე კითხვა. მე ვუთხარი, რომ არც ისე ცუდად ვიასპარეზე, თუმცა არ გამიმართლა რადგან ორჯერ ძელს გავარტყი ბურთი."

"მან მიპასუხა: "არა, რობინ, არა! ეს არ არის საკმარისი. შენ აუცილებლად უნდა გაიტანო გოლები და არ უნდა იყო ბედნიერი თუ ბურთი ძელს მოხვდება. ძელზე მოტყმა გოლი არ არის, ამიტომ ეს არ არის შენთვის კარგი. მე ვუყურე შენს თამაშს და აზრი უნდა შეიცვალო ამ სიტუაციასთან დაკავშირებით."

"მან გონება გამიხსნა, რადგან ის მართალი იყო."


ვან პერსი: რუნი მაძლიერებს

ვან ბასტენი და რობინ ვან პერსი ერთად მუშაობდნენ ჰოლანდიის ნაკრებში


შეგახსნებთ, რომ რობინ ვან პერსი თებერვალში დაუბრუნდება "ჩემპიონთა ლიგას", სადაც "წითლები" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.

როტერდამში დაბადებული თავდამსხმელი მხოლოდ 11 წლის იყო როდესაც "აიაქსმა" პატრიკ კლიუვერტის გოლით ფინალში დაამარცხა
"მილანი" და "ჩემპიონთა ლიგის" თასს დაეუფლა.

ვან პერსის განცხადებით მას ძალიან სურს კლიუვერტის მსგავსი გოლის გატანა.

"ეს არ იყო ლამაზი გოლი, მაგრამ ამ გოლმა მისი ცხოვრება შეცვალა. ამ დროს ის 17 თუ 18 წლის იყო. წარმოუდგენელია ამ ასაკში ასეთი უშნო, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლის გატანა, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" მოგაგებინებს."

ვან პერსი: რუნი მაძლიერებს


რობინ ვან პერსის საოცნებო მომენტი


"ძალიან მნშივნელოვანი იყო არიენ რობენის გოლიც 89 წუთზე. ეს ახდენილი ოცნება იყო მისთვის და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამის გაკეთება მოახერხა."

"მან ეს დაიმსახურა, წლების განმავლობაში ის დაუღალავად შრომობდა. მას ქონდა აღმასვლები და ჩავარდნები, მაგრამ არ დანებებულა. არიენი შესანიშნავი ფეხბურთელია. "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში 89-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა - უბრალოდ საოცნებოა."

"ასევე მინდა გავიხსენო ზიდანის გოლი "ლევერკუზენის" წინაამდეგ 2002 წელს. ეს საოცარი გოლი იყო."


წყარო: DailyMail
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: CITYHUNTER
17 იანვარი 2014 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
wlebia vkitxulob statiebs radgan manchesteris pani var.. am saitze tu redarmy.ge da eseti sasiamovno statia jer ar wamikitxavs maladec jigaro :**
0
№12
ავტორი: RedGirl
17 იანვარი 2014 18:37
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აიი გემრიელად რო იკითხება რა :დდ <3 პერსი მაგარი კაცია რაა ! <3 რუნი-პერსის დუეტზე კი აღარაფერს ვამბობ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top