თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2014, 22:18
ავტორი: love united,
ნანახია: 2840,
კომენტარები: 14
მოიესის ევროპული ტური
დევიდ მოიესი განაგრძობს მოგზაურობას და ფეხბურთელებზე დაკვირვებას
მოიესის ევროპული ტური
"იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი მთელი ევროპის მასშტაბით მოგზაურობს და აკვირდება ფეხბურთელებს. დევიდ მოიესი იმყოფებოდა "კალიარი"-"იუვენტუსისა" და "ბორდო"-"პსჟ"-ს მატჩზე. მისი ასისტენტი, ფილ ნევილი დაესწრო კოპა დელ რეის მატჩებს, რომლებიც "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას", ასევე "ხეტაფესა" და "რაიო ვალეკანოს" შორის გაიმართა. მოიესი ოთხშაბათს დაესწრება "ნაპოლის" მატჩს. რაფა ბენიტესის გუნდი კოპა იტალიას თასის ეგიდით გამართავენ მატჩს, ხოლო სკაუტი ჯიმ ლაურონი იმყოფება პორტუგალიაში.

მოიესის ევროპული ტური

დაკვირვება?მოიესი "კალიარი"-"იუვენტუსის" დაპირისპირებას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა


მოიესის ევროპული ტური

მოიესის თანაშემწე, ნევილი ესპანეთში იმყოფება


მოიესის ევროპული ტური

ლიდერები: რობინი და ნემანია ამ სეზონში კარგად ვერ გამოიყურებიან


მოიესის ევროპული ტური

დარენ ფლეტჩერი და ჯონი ევანსი "სუონსისთან" წაგებული მატჩის შემდეგ


დევიდ მოიესი სკაუტებს და გუნდის სამწრვთნელო შტაბს კერინგტონზე წინა კვირას შეხვდა. შეხვედრას დაახლოებით 16 ადამიანი ესწრებოდა. მათ მიიღეს დავალება, დააკვირდნენ ფეხბურთელებს მთელი ევროპის მასშტაბით. "იუნაიტედი" კრიზისშია- გუნდი პირველადგილოსან "არსენალს" 11 ქულით ჩამორჩება და მეშვიდე ადგილზეა. Sportsmail-მა შემოგვთავაზა სკაუტების ევროპული ტური. სტატიაში ჩამოთვლილია ყველა ფეხბრთელი, რომელსაც მანჩესტერელები აკვირდებიან.

11 იანვარი, კვირა


პორტუგალია:ეშტორიალ პრაია-სპორტინგ ლისაბონი 0:0-კარლოს მენე(ვინგერი), უილიამ კარვალიო( ნახევარმცველი)- კარვალიო შესძენს ძალას "იუნაიტედის" ნახევარდაცვას. ის კარგად ასრულებს დაცვით ფუნქციებს. პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ბენტომ ის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც შეიყვანა.

თამაშს დაესწრო: ჯიმ ლაურონი


ესპანეთი:ბილბაოს ატლეტიკი- ალმერია 6:1-ანდერ ერერა(35 მილიონი ევრო)-მან შეაგდო გოლი ამ მატჩში. ერერას "იუნაიტედში" გადასვლა რეალურია. მანჩესტერელები მის შეძენას წინა ზაფხულშიც გეგმავდნენ.
გადმოსვლის შანსი:3/5

მოიესის ევროპული ტური

"იუნაიტედი" ანდერ ერერას არ ეშვება


მოიესის ევროპული ტური

უილიამ კარვალიო მანჩესტერელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა


12 იანვარი, კვირა


პორტუგალია:ბენფიკა-პორტუ 2:0-ელიაკიმ მანგალა(ცენტრალური მცველი, 25 მილიონი ევრო)-"სიტი" ასევე აკვრიდება მანგალას, მაგრამ "იუნაიტედისთვის" მანგალა უფრო მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ მათი დაცვა წელს ფორმაში არ არის.
გადმოსვლის შანსი:3/5

თამაშს დაესწრო:ჯიმ ლაურონი


იტალია:კალიარი-იუვენტუსი 1:4-არტურო ვიდალი, პოლ პოგბა-თუ "იუნაიტედი" ყოფილ "ოლდ ტრაფორდელში" 40 მილიონს გადაიხდის, მაინც ნაკლებად სავარაუდოა მისი დაბრუნება მანჩესტერულ გუნდში. ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ცდილობს "იუვენტუსთან" მოლაპარაკებას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.

გადმოსვლის შანსი:2/5

თამაშს დაესწრო:დევიდ მოიესი


მოიესის ევროპული ტური

"იუვენტუსის" დუეტი- მოიესი ეცდება ერთ-ერთის შეძენას


მოიესის ევროპული ტური

ნიჭიერი ახალგაზრდა: ფილ ნევილი საულ ნიგესის(მარცნივ) თამაშს დაესწრო




ესპანეთი:ხეტაფე-რაიო ვალეკანო 0:1-საულ ნიგეზი(რაიო, ნახევარმცველი)- ნიჭიერი ფეხბურთელი რაიოში მადრიდის "ატლეტიკოდან" არის განათხოვრებული. მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში.

თამაშს დაესწრო:ფილ ნევილი


ესპანიოლი-რეალი 0:1-ლუკა მოდრიჩი(35 მილიონი ევრო) მოდრიჩი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ასე რომ გასაკვირი არ არის "იუნაიტედის" ინტერესი მის მიმართ.
გადმოსვლის შანსი:2/5

მარსელო:მოიესი იჩენს ინტერესს ბრაზილიელი ფლანგის მცველისადმი, მაგრამ ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.
გადმოსვლის შანსი:1/5

სერხიო რამოსი:(20 მილიონი ევრო) "იუნაიტედს" არ მოსწონს მისი ხასიათი და ტემპერამენტი, მაგრამ მაინც სურს თავის რიგებში გამოცდილი მცველის ხილვა.

ანხელ დი მარია(25 მილიონი ევრო) კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი, რომლის მომავალსაც მანჩესტერს უკავშირებენ. სურს თუ არა "რეალს" მისი გაყიდვა, ეს სხვა საკითხია.
გადმოსვლის შანსი:1/5

გერმანია:ბორუსია-ჰერტა 1:2- მარკო როისი(40 მილიონი ევრო)- გერმანელმა ამ სეზონში 10 გოლი გაიტანა. მან თავი ვერ გამოიჩინა ჰერტას წინააღმდეგ, მაგრამ არ არის ორი აზრი- როისი ნამდვილად გამოადგება მანჩესტერს.
გადმოსვლის შანსი:3/5

მოიესის ევროპული ტური

მთავარი სამიზნე-მარკო როისი




14 იანვარი, სამშაბათი


ესპანეთი:ატლეტიკო-ვალენსია 2:0- დიეგო კოშტა(40 მილიონი ევრო)-კოშტა ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდათ მიიჩნევა. მანჩესტერელები მის შეძენას 35 მილიონ ევროდ ეცდებიან.
გადმოსვლის შანსი: 2/5

ლუის ფელიპე:(მარცხენა მცველი)-ის ფაქტი, რომ ნევილი გაგზავნილ იქნა ატლეტოკის მატჩზე დასაწრებათ, გვაფიქრებინებს, რომ ის აკვირდება ლუის ფელიპეს, მარცხენა მცველს. ამ პოზიციაზე მანჩესტერელებს გაძლიერება სჭირდებათ.
გადმოსვლის შანსი: 3/5

თამაშს დაესწრო:ფილ ნევილი


მოიესის ევროპული ტური

ფილ ნევილი ატლეტიკოს მატჩს დაესწრო დიეგო კოშტაზე დასაკვირვებლად




საფრანგეთი:ბორდო-პსჟ 1:3- არ არის ცნობილი, თუ ვის აკვირდებოდა მოიესი, მაგრამ წესით მას უნდა მოსწონებოდა მატუიდის, პასტორესა და რაბიოს თამაში, რომლებმაც გოლები გაიტანეს.

თამაშს დაესწრო:დევიდ მოიესი


ხორვატია:შიროკი ბრიეგი- დინამო ზაგრები 0:1- რობერტ მურიჩი(ფორვარდი,ვინგერი)- ზაგრები ახალგაზრდა მურიჩს შვიდ მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ "იუნაიტედს" რა თქმა უნდა, შეუძლია მისი უფრო იაფად შეძენა.

გადმოსვლის შანსი: 3/5

15 იანვარი, ხუთშაბათი


იტალია:ნაპოლი-ატალანტა
თამაშს დაესწრება:დევიდ მოიესი


პორტუგალია:პორტო-პენაფიელი
თამაშს დაესწრება:ჯიმ ლაურონი


მოიესის ევროპული ტური

ლაურონი მანგალას აკვირდება


წყარო:dailymail
ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Z A C K™
16 იანვარი 2014 01:22
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
სერიოზული სიახლეა hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№12
ავტორი: red devil
16 იანვარი 2014 05:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia. Ise simartle gitxrat cudad moicqca moiesi aqamde ro ver daitria vexburteli
0
№13
ავტორი: Manchester_M
16 იანვარი 2014 12:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოკლედ ფანჯრის დახურვას როდის დაადგება საშველი და დამთავრდება ყველაფერი.
0
№14
ავტორი: fabio
16 იანვარი 2014 13:01
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ვონშემ კარგი სიახლეა,ისე ერთი ორი ნორმალური იყიდოს ეს გვინდა ჩვენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top