თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2014, 12:25
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2405,
კომენტარები: 15
პაუელი ისევ ყურადღების ცენტრშია
ნიკ პაუელმა კიდევ ერთხელ გააოცა ინგლისელი გულშემატკივრები
პაუელი ისევ ყურადღების ცენტრშია
ნიკ პაუელმა კიდევ ერთხელ მისცა ჟურნალისტების და გულშემატკივრებს მასზე ლაპარაკის საბაბი, მას შემდეგ რაც თავისი "დუბლით" გუნდი "ინგლისის თასის" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. 19 წლის პაუელმა, რომელიც "უიგანშია" განათხოვრებილი, მოახერხა 10 გოლის გატანა 26 ჩატარებულ შეხვედრაში.

სამშაბათს ახალგაზრდა ინგლისელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და "უიგანის" მწვრთნელის განცხადებით ეს მხოლოდ ნიკისთვის დასვენების საშუალების მისაცემად გააკეთა: "არ დაგავიწყდეთ, რომ ნიკი მხოლოდ 19 წლისაა და პრაქტიკულად ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას. მე ფრთხილად უნდა ვიყო და უნდა დავრწმუნდე, რომ ის ძალიან არ გადაიტვირთება."

"ნიკი დიდ გამოცდილებას იძენს გუნდში და ჩვენთვის ძალიან გამოსადეგი ფეხბურთელია. მე ვგრძნობ, რომ ამ სეზონის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო დახვეწილ და გამოცდილ ფეხბურთელს დაიბრუნებს."

"ყველა მეტად ის მანცვიფრებს, რომ მას ყველგან შეუძლია თამაში. ის აქ მოვიდა როგორც ნახევამრცველი, შემდეგ მე ის თავდასხმაში გადავიყვანე, ახლა ის უფრო სიღრმიდან ერთვება შეტევებში. მე ის შემიძლია გამოვიყენო ცენტრ ფორვარდადაც, რადგან ის ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული."


ასევე "უიგანის" მწვრთნელს დაუსვეს კითხვა აპირებდა თუ არა "იუნაიტედი" ნახევარმცველის დაბრუნებას ზამთარში: "ჩვენ რეგულარულად ვკონტაქტობთ. დევიდ მოიესი მე კარგად მიცნობს და იცის, რომ მის ფეხბურთელებს მოვლა და ყურადღება არ მოაკლდება. ჯერ-ჯერობით ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ახალი შეთანხმება დავდოთ იანვრის ბოლოს და ნიკი სეზონის ბოლომდე დავიტოვოთ. ამ მომენტისთის ფეხბურთელი კმაყოფილია, ისევე როგორც დევიდი და მე მეცხრე ცაზე ვარ, რადგან ის ჩვენთან რჩება."

ეს კი მცირე ვიდეო, სადაც აღბეჭდილია პაუელის გოლები და საუკეთესო მომენტები "უიგანის" შემადგენლობაში:



წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
15 იანვარი 2014 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
ვუყურებდი ამ თამაშს პაუელის და სმიტის თამაში მიანტერესებდა.
ნიკმა როგორც ყოველთვის კარგად ითამაშა სმიტი კიდე გვიან გამოიყვანს
0
№12
ავტორი: fabio
15 იანვარი 2014 19:25
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
მეორე ბექჰემია ოღონდ ისე არ მარიაჟობს
0
№13
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2014 20:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: fabio
მეორე ბექჰემია ოღონდ ისე არ მარიაჟობს


შედარებებია მკვლელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: SaS
15 იანვარი 2014 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
არა კაი ბიჭი იზრდება სმნ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Не в наших планах жить вечно - в наших планах жить достойно...
№15
ავტორი: red devil
16 იანვარი 2014 05:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au es magrad mevaseba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top