თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2014, 22:40
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 2756,
კომენტარები: 13
იუნაიტედში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს
რამდენი ფეხბურთელი დატოვებს კლუბს?
იუნაიტედში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს
როგორც ცნობილი გამოცემა "Daily Mail" იტყობინება, ამ წელს იუნაიტედს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. სიაში ევრა,ვიდიჩი და ფერდინანდიც მოხვდნენ.

წყაროზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბს უილფრიდ ზაჰა, ლუის ნანი და ანდერსონი დატოვებს. როგორც ცნობილი გახდა ზაჰა კარდიფში გადადის, ნანი სპორტინგში, ხოლო ანდერსონი ფიორენტინაში.

"The Guardian" გამოცემას თუ დავუჯერებთ, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებენ, პატრის ევრა, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი.

სამივე ფეხბურთელს კონტრაქტი ივნისში ეწურება, მის განახლებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

დიდი ალბათობით ევრა მონაკოში დაბრუნდება, ვიდიჩით კი აქტიურად ინტერესდება ნაპოლი, ფერდინანდს შეთავაზება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მზად არის რომელიმე უცხოურ კლუბში წავიდეს.

არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად გამოცემა "The Telegraph"-ს თუ დავუჯერებთ ლუის ნანი შესაძლოა ინტერის ერთ-ერთ ფეხბურთელში გაიცვალოს. ინგლისური კლუბი მზად არის ინტერის ფეხბურთელში, რიკარდო ალვარესის ტრანსფერში ლუის ნანი ჩართოს.

ლუის ნანით იუვენტუსი, სპორტინგი და გალათასარაი ინტერესდებიან.
ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
13 იანვარი 2014 06:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vidici araa gasashuebi kaci
0
№12
ავტორი: Januzaj
13 იანვარი 2014 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ნანი არ უნდა გავყიდოთ. ფლანგის შემტევები მაინც არ გვყავს და რა აზრი აქვს. ზაჰა იჯარით წავიდეს კაი იქნება. ამ ზამთარში არავინ არუნდა გაუშვათ, ისეც ცუდ დღეში ვართ
0
№13
ავტორი: Vodafone
13 იანვარი 2014 14:42
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ვიდიჩი არაფრით არ უნდა გაუშვან. ნანის კიდევ ვინმეს ტრანსფერში თუ ჩართავენ კარგი იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top