თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2014, 16:15
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 3291,
კომენტარები: 14
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !
ივან რაკიტიჩი "იუნაიტედის" ახალი სამიზნე.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !
ივან რაკიტიჩს ორი პრემიერ ლიგის კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული აკვირდება. როგორც "Express" გვატყობინებს, სწორედ ამ ორმა კლუბმა გაგზავნა სკაუტი რაკიტიჩზე დასაკვირვებლად. ამიტომ "Express"-მაც გადაწყვიტა, რომ მცირე "სკაუტინგი" ჩაეტარებინა და გამოეკვლია რაკიტიჩის შესაძლებლობები, პასები, მიღწევები და ასე შემდეგ.

რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !


ხორვატი ფეხბურთელი, 2011 წლის ზამთარში "შალკედან" - "სევილიაში" 1,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა. ჯერ კიდევ 22 წლის ფეხბურთელს ყველაფერი წინ ჰქონდა.
ივან რაკიტიჩის საშუალო მაჩვენებელი თითო თამაშში მოკლე პასებისა იყო 51,4, გრძელი პასების 5,8 და ის "შალკეში" მეორე იყო ჯეფერსონ ფარფანის შემდეგ საგოლე გადაცემებში, ფარფანის მაჩვენებელი თითო თამაშში 1,8 იყო, ხოლო ხორვატის 1,6.

მაშინ, როდესაც რაკიტიჩის ბედი წყდებოდა, 2010 წლის 18 ნოემბერს "შალკეს" მწვრთვნელი, ფელიქს მაგათი ასეთ კომენტარს აკეთებდა: "იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთან დარჩება და სულ მინიმუმ ვიმუშავებთ ამ სეზონის ბოლომდე."

რამდენიმე კვირის შემდეგ მაგათის აზრი შეიცვალა.
"მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმაში, რომ რაკიტიჩი გაახანგრძლივებს კონტრაქტს. ასე, რომ ნაღდი ფულის სანაცვლოდაც კი გავყიდით მას ზამთარში" - განაცხადა მაგათმა.

საბოლოო ჯამში ფელიქს მაგათს ძვირად დაუჯდა რაკიტიჩის გუნდიდან გაშვება. "შალკეს" უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ხორვატი ზამთარში არ დაეკარგა და ზაფხულამდე მიეყვანა როგორმე. გამოკითხვებმა, 2010 წელს, საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულზე "შალკეს" რიგებში ასეთი შედეგი მოგვცა:
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

ჯერ კიდევ 2010 წელს "შალკემ" უდიდესი შეცდომა დაუშვა და გაყიდა რაკიტიჩი 1,5 მილიონ ევროდ. 22 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბუნდესლიგაში.
რაკიტიჩს, მსგავად ლეუის ჰოლტბისა, რამდენიმე თვეში უსრულდებოდა კონტრაქტი და ფაქტია, რომ "შალკე" ვერ ინარჩუნებს პერსპექტიულ ფეხბურთელებს.

რაკიტიჩის თამაშის სტილი.

რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

2009-10 სეზონში რაკიტიჩის საშუალო მაჩვენებელი პასებში 38,7 იყო. ახლა ის კარიერის პიკშია და თამაშში საშუალოდ 60,6 პასს აკეთებს.
ხორვატზე გადადის მთელი თამაში სევილიისა და მისი დამსახურებით იღებს გუნდი ბურთის ფლობას. ასევე ის ყველანაირ ტაქტიკას ერგება. მისი პასი ფორვარდისთვის "საჩუქარია". მისი თანაგუნდელები, რომ იყვნენ უფრო მაღალ-უნარიანი გოლის გატანაში რაკიტიჩი აუცილებლად პირველი იქნებოდა ლიგაში ასისტებში.

რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

როგორც ხედავთ რაკიტიჩი მესამეა "ლა ლიგაში" ასისტებში და პირველი საგოლე მომენტების შექმნაში.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

რაკიტიჩის საგოლე გადაცემით მოახერხა სევილია გამარჯვების მოპოვება "რეალ სოდიედათთან". კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მისი ხედვის. ხორვატი განსხვავებული შემქმნელია და ის ნამდვილი "დისტრიბუტორია" კლუბში.
"სევილიაში" ვერცერთი სხვა ფეხბურთელი ვერ აკეთებს თუნდაც 40, 50 ან 60 პასს. როდესაც ესპანურ კლუბს გოლის გატანა სურს ისინი რაკიტიჩს აძლევენ ბურთს. ხორვატს "რეალ მადრიდის" ისკოზე, "ბარსელონას" ნეიმარზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ამ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა უკვე.
რაკიტიჩი მემარჯვენეა და ხშირად გვინახავს მისი გოლები მარჯვენა ფეხით, მაგრამ "მადრიდის რეალთან" სადაც სევილია 7-3 დამარცხდა, რაკიტიჩმა მისი მარცხენა ფეხის შესაძლებლობებიც ნათელი გახადა.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !


რაკიტიჩის კიდევ ერთი პლიუსი ჩაწოდებებია. ამ სეზონში მას ჩაწოდებების 41,6 პროცენტი აქვს შესრულებული წარმატებით და ეს ძალიან მაღალი შედეგია.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

"რეალ ბეტისთან" მატჩში, სადაც "სევილიამ" 4-0 გაიმარჯვა რაკიტიჩმა 5 ჩაწოდებიდან 5-ვე სწორად ჩააწოდა და 2 გოლიც გაიტანა მისი ჩაწოდებით "სევილიამ".

ხორვატი ასევე მშვენივრად ასრულებს ჯარიმებს.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

რაკიტიჩის მშვენიერი დარტყმული ჯარიმა და "რაიო ვალენკანოს" მეკარე რუბენ მარტინესი უძლურია.
ხორვატიის რიგებშიც გამოირჩა რაკიტიჩი, როდესაც 47 მეტრიდან გაუტანა მაკედონიის ნაკრებს ჯარიმა.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

ივანს შეუძლია მიაღწიოს ბექემის დონეს ჯარიმების შესრულებაში.

საინტერესოა, შეუძლია კი რაკიტიჩს ითამაშოს "იუნაიტედის" დონეზე ?

"იუნაიტედს" ჭირდება აშკარად ტომ კლევერლის შემცვლელი და ივან რაკიტიჩი სწორედ ის ფეხბურთელია ვისაც ინგლისელის შეცვლა შეუძლია. მას აქვს 77 ორთაბრძოლა მოგებული 16 თამაშში, თუმცა ეს მისი ძლიერი მხარე ნაკლებადაა, ხორვატი არის ნამდვილი "მეპასე" და მასზე ნებისმიერ კლუბს შეუძლია დაყრდნობა.

საინტერესოა ასევე რაკიტიჩის სიტყვები, როდესაც მის ტრანსფერთან დაკავშირებით დაიძრა ჭორები.
"მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ესპანეთში, მეც და ჩემი ოჯახიც აქ კმაყოფილები ვართ. ახლა მე მხოლოდ "სევილიაზე" ვფიქრობ, არ მსურს კლუბის დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა. წლის დასაწყისიდან მე ავიღე პასუხისმგებლობა ვიყო კაპიტანი და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ემერისთან(სევილიას მწვრთვნელთან)." - აცხადებს ივან რაკიტიჩი.

თუმცა ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, რადგან მან ერთხელ უკვე გადადგა ნაბიჯი მისთვის უკეთესი მომავლისაკენ, ამიტომ ის უკან არც ეხლა დაიხევს.
რაკიტიჩზე სკაუტის ანგარიში მოვიდა !

ხორვატი "შალკეშიც" ბედნიერი იყო 2010 წელს და ის არ აპირებდა გუნდი დატოვებას დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა რამდენიმე დღეში ის დაემშვიდობა გერმანიას და მისთვის უკეთეს კლუბში გადავიდა.
ასე, რომ რაკიტიჩი ერთ-ერთი საინტერესო და ძლიერი ნახევარმცველია. მისი შეძენით "იუნაიტედი" ცენტრს გააძლიერებს და აღმოიფხვრება მრავალი პრობლემა.

წყარო:"BLEACHERREPORT"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
9 იანვარი 2014 22:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მაგარი სტატია, კარგი ფეხბურთელი........ და ჩაწოდებების სურათი რომელი საიტიდანაა ამოღებული ვერ მეტყვით?
0
№12
ავტორი: Macklemore
10 იანვარი 2014 00:03
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ დაჩი! მშვენიერი ვარიანტია, პასის გამკეთებელი საყრდენი გვჭირდება რა, ცენტრს რო დაიჭერს და პასებს კარგად გაანაწილებს. კოკე უფრო შემტევი ნახევარმცველია და ეს ისაა რაც ჩვენ გვჭირდება!
0
№13
ავტორი: VaRdo
10 იანვარი 2014 01:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საინტერესო ფეხბურთელია ნამდვილად. სიეთ ცუდ დღეში ვართ რომ ნამდვილად დაგვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: red devil
10 იანვარი 2014 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Gamogvadgeba namdvilad magram samwuxarod myidvelebi ar vart
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top