ჯერ კიდევ გაურკვეველია "იუნაიტედის" კაპიტნის, ნემანია ვიდიჩის მომავალი კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
სერბი მცველი ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით ზაფხულამდე დარჩება გუნდში და ჯერ კიდევ არ ჩქარობს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. გავრცელებული ინფორმაციით, მცველით დაინტერესებულია "ნაპოლი", თუმცა ეს ჭორები უარყო მისმა წარმომადგენელმა სილვიანო მარტინამ.
"ფეხბურთელის კონტრაქტი იწურება, თუმცა "ნაპოლის" ჩემთვის არ მოუმართავს" - განაცხადა მარტინამ. "მანჩესტერმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ასევე იყო შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც."
მარტინამ არ უარყო მცველის გუნდიდან წასვლის ვარიანტი. "მას სურს სეზონი დაამთავროს "მანჩესტერ იუნაიტედში" და ვნახავთ ამის შემდეგ რა მოხდება." - დაამატა მან.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდიჩი შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში" აღმოჩნდეს. ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.