თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 19:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 11
პიანიჩი "იუნაიტედის" ნახევარდაცვას გააძლიერებს !
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის €20-25 მილიონი გადაიხადოს.
პიანიჩი
როგორც ბოსნიელმა ჟურნალისტმა მირზა დაუთბეგოვიჩმა განაცხადა საკუთარ ტვიტერზე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომასთან" მირალემ პიანიჩის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

პიანიჩი ასევე ბოსნიელია და "რომაში" ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს და სერია A-ში ტიტულისთვის ბრძოლაშიც ძალიან ეხმარება გუნდს. იგი სულ 12-ჯერ გამოჩნდა სტადიონზე, თუმცა მოახერხა გაეტანა 3 გოლი და 4 ასისტიც მიითვალა. ამჟამად კი "რომა" რვა ქულით ჩამორჩება "იუვენტუსს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გადაიხადოს €20-25 მილიონი პიანიჩისთვის. თუმცა, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის ბედნიერად გრძნობს თავს "რომაში". მაგრამ გამორიცხული არაფერია, გარემოება შეიძლება მალე შეიცვალოს და მოქმედმა ჩემპიონებმა შეძლონ მისი გადაბირება.

"იუნაიტედის" სუსტი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პიანიჩი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, ის მისი კრეატივით დაეხმარება უელბეკსა და ჩიჩას და ტრამვირებული რუნისა და პერსის ჩანაცვლება უფრო მარტივი გახდება. "რომას" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ შეთავაზებები მიიღეს მრავალი კლუბისგან, ამის გათვალისწინებით, პიანიჩი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი.

Football.co.uk
ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: manutd10
8 იანვარი 2014 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მოდი მირალემ მოდი რააა, ლიონიდან გაგვირდები მეორე ჯუნინიო ხარ რააა მოდი რა მოდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top