თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 11:48
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2520,
კომენტარები: 27
200 მილიონი დევიდ მოიესს
გლეიზერებმა შოტლანდიელ სპეციალისტს კოლოსალური თანხა გამუყვეს ტრანსფერებისთვის
200 მილიონი დევიდ მოიესს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა დევიდ მოიესს 200 მილიონი ევრო გამოუყოს ტრანსფერებისთვის.

გუნდი იმყოფება ძალიან ცუდ სიტუაციაში და "ინგლისის თასზე" წაგების შემდეგ "იუნაიტედის" ერთადერთი ტიტულის მოგების რეალური შანსი არის "ლიგის თასი".

მოიესი დღეს გამართავს თასის ნახევარფინალურ შეხვედრას "სანდერლენდის" წინააღმდეგ, სადაც გუნდი სავარუდოდ რობინ ვან პერსისა და რუნის გარეშე იქნება.

200 მილიონი დევიდ მოიესს

200 მილიონი ტრანსფერებისთვის, მოიესი გუნდს გაძლიერებას გეგმავს.

შეიძლება ითქვას, რომ სერ ალექს ფერგიუსონის დატოვებულ გუნდში, პერსისა და რუნის გარდა არცერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ თამაშობს. გლეიზერების ოჯახი კი მზადაა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად დიდი თანხები დახარჯოს მომავალ 18 თვეში.

ამ ზაფხულში "იუნაიტედი" ცდილობდა 90 მილიონ ევროდ ეყიდა ბეილი, ხოლო მეორე ვარიანტი კრიშტიანო რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება იყო, თუმცა საბოლოოდ ერთადერთი ტრანსფერი 27.5 მილიონად ნაყიდი მარუან ფელაინი აღმოჩნდა.

მოიესის სასურველ ფეხბურთელთა ჩამონათვალში არის ორი ცენტრალური ნახევარმცველი, ერთი თავდამსხმელი, ერთი ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი. თუმცა თუ მას სურს მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვა, მას ზაფხულამდე მოუწევს დაცდა.

200 მილიონი დევიდ მოიესს

შოტლანდიელის მთავარ სამიზნედ ითვლება მარკო როისი, რომელიც სავარაუდოდ 30 მილიონზე მეტი დაჯდება.


მოიესი იმედგაცრუებულია რამდენიმე ფეხბურთელით, მას შემდეგ რაც ისინი დამარცხდნენ "ტოტენჰემთან" და გამოვარდნენ "ინგლისის თასიდან". "სუონსისთან" მატჩის შემდეგ კი მან ღიად განაცხადა, რომ გუნდს გაუჭირდება ახალი ფეხბურთელების ყიდვა იანვარში.

ამ წაგებამ, კიდევ უფრო გააძლიერა "ლიგის თასის" მოგების სურვილი წითლებში, რადგან ეს ერთადერთი ჩემპიონატია, რომლის მოგებაც შეუძლია გუნდს.

ამასთან დაკავშირებით ანდერს ლინდერგაარდმა განაცხადა: "ახლა მთავარი მიზანია ფინალში გასვლა, განსაკუთრებით ინგლისის თასზე დამარცხების შემდეგ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და წინ წავიწიოთ. ფინალში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ."

წყარო: DailyMail
სიახლეები, ტრანსფერები
27 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2014 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
Rooney,
და რა მერე გუნდი წელიწადში 400 მილიონს აკეთებს და 200 რო გამოუყონ რა მოხდება? სიტი არაო როიძახი იმიტო ხმარობენ ყველა ტრანსფერებში ფულს რო არ ხარჯავენ ეს მაინც თავის გამომუშავებულ ფულს ხარჯავს და სიტი შეიხის ფულებს
0
№12
ავტორი: GGMU
7 იანვარი 2014 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
თუ მართალია მოიესმა უნდა დახარჯოსს ბევრი ფული
0
№13
ავტორი: always ReD
7 იანვარი 2014 13:59
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
200 მილიონი არამგონია რაღაც winked მარა იმედია მართლა გამოუყოფენ და ვინმე კარგ ფეხბურთელებს იყიდის areyoukiddingme
0
№14
ავტორი: love united
7 იანვარი 2014 14:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რატო გგონიათ არარეალური?მე მჯერა.გლეიზერებს რაში აწყობთ გაპარტახებული იუნაიტედის ყურება?არც არაფერში.ამიტომ ურჩევნიათ ფული დახარჯონ და უკეთესი გუნდი ჰქონდეთ,ყველა ვარიანტში აწყობთ,ფინანსურად განსაკუთრებით.ვთქვათ სიტყვაზე როისი რომ გადმოვიდეს მარტო მაისურების გაყიდვით ამოიღებენ დახარჯულ თანხას.ამიტომ ზაფხულში დიდ ტრანსფერებს ველოდები...
0
№15
ავტორი: VaRdo
7 იანვარი 2014 14:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ე ბიჭო შობეთ რამე. იყიდეთ ხალხი. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: Reus IN Manchester
7 იანვარი 2014 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
200 მილიონად 3 წლის გუნდს გააკეთებ მთავარია სწორად დახარჯოს
0
№17
ავტორი: Tamara
7 იანვარი 2014 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ამ გლეიზერებისგან რა გინდათ ფული როდის არ გამოუყვიათ )) უფფ ამათ სატრანსფეროდ არაფრის უკანალი არ აქვთ და გლეიზერებს აბრალეთ ))
0
№18
ავტორი: RedGirl
7 იანვარი 2014 14:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
შოტლანდიელის მთავარ სამიზნედ ითვლება მარკო როისი, რომელიც სავარაუდოდ 30 მილიონზე მეტი დაჯდება.


იყოს 30 კი არა 50 იყოს :D ოღონდ ეს გადმოვიდეს :DD იმედია სწორედ გამოიყენებს :\
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№19
ავტორი: MANUTD FAN.
7 იანვარი 2014 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ამ ფულით ვინმე კარგი უნდა იყიდოს ტყუილად არ უნდა გადაყაროს ფული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№20
ავტორი: gio VAN PERSIE123
7 იანვარი 2014 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
debilurad ar daxarjos exla am gamoqliavebulma zlieri fexburtelebi sheizinos feleinis nairi debilebi ki ara
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top