თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 20:19
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2274,
კომენტარები: 19
დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!
"იუნაიტედის" სკაუტი რობი ესპანეთში იმყოფება.
დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!
"მანჩესტერ იუნაიტედი" გონზე მოეგო და მიხვდა, რომ ამ შემადგენლობით ვერ შეძლებენ წარმატების მიღწევას და იანვრის ტრანსფერებში აქტიურად ჩაერთვნენ. როგორც გაზეთები იტყობინებიან, დევიდ მოიესმა სკაუტები გაგზავნა დიეგო კოსტასა და ანდრეს ერერას დასაკვირვებლად.

იმას შემდეგ რაც "იუნაიტედი" "სუონსიმ" გამოაგდო "ინგლისის თასისგან" მოიესი მიხვდა, რომ ახალი ფეხბურთელები არა მხოლოდ გუნდის გასაძლიერებლადაა საჭირო, არამედ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და გადაუდებელია მათი შეძენა.

წითლების ბოსი ტრამვების და სხვადასხვა პრობლემების გადამკიდე ეძებს მარცხენა მცველს, ნახევარმცველს და ფორვარდს.

დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიეგო კოსტა სურს.


ჭორები დიეგო კოსტას შესახებ მომრავლდა, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტი რობი კუკი 90 წუთის განმავლობაში ესწრებოდა "ატლეტიკო მადრიდისა" და "მალაგას" მატჩს, რომელიც "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა. რობი დაკვრივებული თვალით უყურებდა კოსტას.

ამ თამაშში გოლი სოწრედ კოკემ გაიტანა, რომელსაც "იუანიტედს" უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მისი შეძენა იანვარში შეუძლებელია.

კუკი "ატლეტიკოს" ფეხბურთელების გარდა, "ბილბაოს" ანდრეს ერერასაც დააკვირდა.

დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!
"იუნაიტედს" ერერა სურს.


კოსტას შეძენა ისეთი მარტივი არ იქნება, როგორიც ყველას გონია. ზაფხულში მისთვის "ლივერპული" იბრძოდა, ხოლო დღეს "იუნაიტედის" გარდა "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებულნი. კოსტამ 18 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა და ძალიან ეხმარება გუნდს "ლა ლიგისთვის" ბრძოლაში. კოსტამ მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტზე, მისი გამოსყიდვის თანხა კი £31.5 მილიონს შეადგენს.

თუ "იუნაიტედს" ტიტულის მოგება კიდევ სურს, აუცილებელია, რომ შეიძინოს კოსტას დონის ფეხბურთელი იანვარშივე, თუმცა ეს არც ისე მარტივია.

ერერას შეძენა "იუნაიტედს" ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, მაგრამ უშედეგოდ. "იუნატედმა" 21 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდად £30 მილიონი ვერ გაიმეტა. ერერას კონტრაქტი ორ წელიწადნახევარში ეწურება.

დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!
"იუნაიტედის" ფეხბურთელები სამარცხვინო მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებენ.


კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო 25 დღის მანძილზე მოიესს მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიოს და მათ არ უნდა გაიმეორონ ის რაც მოხდა საზაფხულო ტრანსფერების დროს. მოიესმა იცის, რომ იმ დონის ფეხბურთელების შეძენა რაც მას სჭირდება არ იქნება მარტივი, მაგრამ ის ვალდებულია გააკეთოს ეს, თუ კიდე სურს კლუბის გადარჩენა.

დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!


დევიდ მოიესი ესპანეთში სკაუტებს გზავნის !!
სიახლეები
19 კომენტარი
№11
ავტორი: sLipa ;x
7 იანვარი 2014 00:45
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
არაა ეს ჰერერა არაფრით განსაკუთრებულიი და კოშტა არ მოიყვანოონ თორე ვაგინებ არაა მანჩესტერი კოშტას და ეგეთი ხანიგების გუნდი .. შეტევა ერთადერთია სადაც ყველაფერი კარგად არის დაცვა ნახევარდაცვა ფლანგიან ცენტრიანა შესაცვლელ/დასალაგებელია .. ფუ მეზიზღები მოიეს :\
0
№12
ავტორი: rvpevil
7 იანვარი 2014 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ციტატა: sLipa ;x
არაა ეს ჰერერა არაფრით განსაკუთრებულიი და კოშტა არ მოიყვანოონ თორე ვაგინებ არაა მანჩესტერი კოშტას და ეგეთი ხანიგების გუნდი .. შეტევა ერთადერთია სადაც ყველაფერი კარგად არის დაცვა ნახევარდაცვა ფლანგიან ცენტრიანა შესაცვლელ/დასალაგებელია .. ფუ მეზიზღები მოიეს :\


+1 მართალი კაცი ეყიდათ ლევანდოვსკი დახატავდა ემიუს
0
№13
ავტორი: SAF
7 იანვარი 2014 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მთავარია ერერა მოიყვანონ ცენტრია პრობლემატური კოკე ფლანგია და გავძლებთ უმაგისოდ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№14
ავტორი: r.chachxiani
7 იანვარი 2014 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
რაგაცა უნდა ქნას ჯობია ფული დახარჯოს და ვინმე იყიდოს თორე ოთხეულში ვერ შევალთ და რუნიც წავა. მერე უფრო მეტი ზარალი ექნება გუნდს ვიდრე ახლა აქვს. პერსიც იმხელა ტრავმის შემდეგ რა ფორმაში დაგვიბრუნდება კაცმა არ იცის და საქმეს მიხედოს გლეიზერებს თუ უნდათ გუნდის გადარჩენა თანხები უნდა გამოუყოს გუნდს რო ვინმე ნორმალური ვიყიდოთ 31 მილიონი არააა ისეთი თანხა მანჩესტერს რო გაუჭირდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ერთხელ სერ ალექსმა გააგდო გიგზი ლი შარპის სახლში გამართული საღამოდან. ეს იყო რაიან გიგზის ყიდვის ერთადერთი შანსი სხვა კლუბებისთვის.
№15
ავტორი: Alex Buttner
7 იანვარი 2014 02:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ჰერერაც კაია მაგრამ კოკეს რატო არ ყიდულობენ ?
0
№16
ავტორი: ŖōŎήЁγ10
7 იანვარი 2014 03:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
კარგი შენაძენი იქნება კოკე 3d_5
0
№17
ავტორი: red devil
7 იანვარი 2014 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
2 kai naxevarmcveli gvchirdeba. Dimaria koke kai mcveli vinme da vibrdzolebt otxeulistvis ise shansi ar gvaq.
0
№18
ავტორი: Rosso Diavolo
7 იანვარი 2014 12:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იუნაიტედმა დიეგო კოშტას დაადგა თვვალი :) ამათ გონიათ სიმეონე ამას ერერას და კოკეს გმოუშვებს :)
0
№19
ავტორი: Manchester_M
7 იანვარი 2014 15:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
CITYHUNTER,
ვინ გითხრა თავ დამსხმელს ყიდოლობენო რაც გაზეთებში იწერება ყველაფერი სიმართლე კი არაა.

კოკე თუ დაითრიეს კარგია მაგრამ არ გადმოვა ზამთარში ის კაცი ალბათ მაინც კოენტრაოს შანსი აქ მანჩესტერს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top