თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 15:01
ავტორი: love united,
ნანახია: 2714,
კომენტარები: 12
მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"
ტრანსფერები საჭიროა სეზონის გადასარჩენად, მაგრამ...
მოიესი:
დევიდ მოიესმა აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი ფეხბურთელების დამატება გუნდში შექმნილი კრიზისის აღმოსაფხვრელად. "იუნაიტედი" გუშინ მოულოდნელად დამარცხდა "სუონსისთან" FA თასის მატჩში. ეს უკვე მოიესის გუნდის მე-5 მარცხი იყო "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში. წარმოიქმნა საფრთხე, რომ მენეჯერს გუნდიდან დაითხოვენ. თავის მხრივ, დევიდმა თქვა:"ეჭვგარეშეა, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება გვჭირდება, მაგრამ რამდენად რეალურია იანვარში მათი ყიდვა, ვინც ნამდვილად გვჭირდება?

მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

უილფრიდ ბონის გამარჯვების გოლი


მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

ერთ-ერთი სამიზნე: მოიესი მარკო როისის 30 მილიონ ევროდ ყიდვას ეცდება


მოიესის თქმით, გათამაშების მესამე რაუნდიდან გამოვარდნას არანაირი გამართლება არ აქვს, ასევე ხაზი გაუსვა, თუ რამხელა ძალაა გუნდისთვის ფორვარდები უეინ რუნი და რობინ ვან პერსი, რომლებიც გუნდს მიღებული ტრავმების გამო აკლდნენ: "მე ადრეც მითქვამს, რომ ვეცდებოდი იანვარში ტრანსფერების განხორციელებას, მაგრამ ეს რთულია სატრანსფერო ფანრჯის სისტემიდან გამომდინარე. აქტიურობას არ აქვს არანაირი აზრი, რადგან ფეხბურთელები, რომელთა ყიდვაც მსურს, არ დატოვებენ კლუბებს ამჟამად. "

მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

მოიესი კოკეს ყიდვასაც ეცდება, რათა გააძლიეროს ნახევარდაცვა


მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

ერნანდესის გოლი გუშინდელ მატჩში


მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

მოიესს არ სურს, რომ გუნდი რუნისა და ვან პერსიზე იყოს დამოკიდებული


"რათქმაუნდა, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მარტო რუნისა და ვან პერსიზე. ჩვენ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ყველას ეძლევა შანსი, დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, ასე რომ არანაირი უსამართლობა გუნდში არ მოხდება. სეზონის პირველი ნახევარი ძალიან რთული იყო. მიკვირს, რადგან უფრო მეტი მატჩი ვერ მოვიგეთ. მჯერა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და დავიწყებთ გამარჯვებათა სერიას. უნდა ვიპოვოთ ტაქტიკა, რომლითაც შევძლებთ მოგებას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ის. ვფიქრობ, მატჩის პირველ ნახევარში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ უნდა შეგვექმნა მეტი საგოლე მომენტი. "

მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

"სუონსის" ვინგერმა რუტლიჯმა ანგარიში გახსნა


მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

სერ ალექს ფერგიუსონი მატჩს დაესწრო


მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

მოიესი მისი ყოფილი შეგირდით, ლეიტონ ბეინსითაც ინტერესდება


"მოედანზე 10 კაცით დარჩენა გადამწყვეტი მომენტი იყო. არ ველოდით იმას, რომ ფაბიო წითელ ბარათს მიიღებდა." მატჩის შემდეგ კომენტარი დარენ ფლეტჩერმაც გააკეთა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო:"რომ არ მოგატყუოთ, ეს ნამდვილად ცუდი შედეგია. ყველა მოთამაშე ძალიან გაბრაზებულია. ჩვენ დავაღალატეთ მენეჯერი, გულშემატკივარი და ყველა, ვინც ჩვენს გამარჯვებას ელოდა. ვაპირებთ, ვითამაშოთ უკეთ სანდერლენდთან."

მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"

იმედგაცრუებული ფეხბურთელები


სუონსისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო "ოლდ ტრაფორდზე". ლაუდრუპმა განაცხადა:"განსაკუთრებული დღეა- შესანიშნავი ფეხბურთელებისა და ფანებისთვის. "იუნაიტედი" ბევს ეცადა, მაგრამ მაინც შევძელით გამარჯვება. ეს ის თამაში იყო, სადაც ჩვენი შესაძლებლობები კარგად ვაჩვენეთ."

მოიესი:"ტრანსფერები გვჭირდება"


წყარო:dailymail
ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Tamara
6 იანვარი 2014 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ეხლა მიხვდა ეს ))
0
№12
ავტორი: Shako Jones
6 იანვარი 2014 23:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მართალია. ფეხბურთელები ზამთარში არ რისკავენ წასვლას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top