"რომას" ნახევარმცველმა დენიელ დე როსიმ განაცხადა, რომ ის ბედნიერია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვედრა აიცილა თავიდან გასულ ზაფხულს.
როგორც "Goal-მა" გამოააშკარავა, დევიდ მოიესი £10 მილიონს იხდიდა იტალიელისთვის აგვისტოში. ყველაფერი თითქოს მოგვარებული იყო, მაგრამ თვითონ როსიმ ვერ გამოიყენა "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრის შანსი და უარი განაცხადა.
"იუნაიტედი" წელს არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაშია. მოქმედი ჩემპიონები "პრემიერ ლიგის" ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებენ და 11 ქულით ჩამორჩებიან "მეთოფეებს" "ტოტენჰემთან" განცდილი მარცხის შემდგომ.
სანამ მანჩესტერი მაგიდის შუაშია, "რომას" საკმაოდ წარმატებული სეზონი აქვს და მეორე ადგილს იკავებს "სერია A-ში". ამასთანავე ისინი არცთუ ისე დიდი სხვაობით-5 ქულით ჩამორჩებიან ამჟამინდელ ლიდერს "იუვენტუსს".
"კარგია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" არ წავედი. ეს რომ მომხდარიყო მე ახლა თავს მოვიკლავდი."-განუცხადა როსიმ თავის მეგობრებს Corriere dello Sport-ის თანახმად.
"გასულ ზაფხულს მე არ ვგრძნობდი კლუბში თავს კომფორტულად, მე არ მქონდა მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა ჩემს თანაგუნდელებსა და ფანებთან."-ამატებს როსი.