თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2014, 12:45
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2748,
კომენტარები: 20
უეინ რუნი გაუგებრობაშია
2010 წლის სცენარი ისევ მეორდება...
უეინ რუნი გაუგებრობაშია
ყველას კარგად ახსოვს 2010 წელი, როდესაც უეინ რუნიმ კლუბიდან წასვლა მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ ეს მან ხელი მოახერხა ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის 250 000 ფუნტს იღებს კვირაში.

მაგრამ, ზუსტად სამი წლის შემდეგ კი იგივე სცენარი მეორდება, რუნი ისევ წასვლას ითხოვს. თუმცა შესაძლოა ვერც გაამტყუნო ინგლისელი. მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" წინა სეზონი ტრიუმფით დაასრულა, გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება წელს, ამის მიზეზი კი სერ ალექს ფერგიუსონის წასვლაა.

ბოლოს "წითლები" 2014 წლის პირველ დღეს დამარცხდნენ "ტოტენჰემან" და ცხრილში მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი საჩემპიონო ამბიცია გაქრა და ახლა ერთადერთი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება.

უეინ რუნი გაუგებრობაშია

"იუნაიტედი" ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და 11 ქულით ჩამორჩება ლიდერს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში კლუბი ვერ მოახერხებს "ჩემპიონთა ლიგაზე" მოხვედრას, რაც გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.ისევე როგორც რუნისთვის, რომელსაც არ სურს კარიერის პიკი "ჩემპიონთა ლიგის" გარეშე გაატაროს.

28 წლის თავდამსხმელს, ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ 12 თვე დარჩა გუნდში, მისი წარმომადგენლები კი ჯერ კიდევ არ თახმდებიან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ალბათ ყველასთვის გასაგებია, თუ რატომ არ ჩქარობს უეინ რუნი გადაწყვეტილების მიღებას "მსოფლიო ჩემპიონატამდე". მას კარგად ესმის, რომ ეს მისი ბოლო კონტრაქტი იქნება კარიერაში. მას სურს დააკვირდეს კლუბის მდგომარეობას სეზონის ბოლოს და ნახოს რა ტრანსფერებს განახორციელებს გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დროს, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უმოქმედობის გამო მთელი ტვირთი სწორედ ინგლისელზე გადავიდა.

უეინ რუნი გაუგებრობაშია

მოიესი ცუდ მდგომარეობაშია, მისი მიზანი "ჩემპიონთა ლიგაზე" მოხვედრასთან ერთად უეინ რუნის შენარჩუნება იქნება

გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან თავდამსხმელს, ამ სიტუაციაში კი 12 თვის შემდეგ ნებისმიერ გუნდს შეეძლება მისი უფასოდ აყვანა. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, ინგლისელს შეუძლია თავისივე სახსრებით გამოისყიდოს კონტრაქტი და უფასოდ შეუერთდეს მისთვის სასურველ გუნდს.

მოისი, ისევე როგორც ყველა გულშემატკივარი კმაყოფილია უეინ რუნის წლევანდელი თამაშით. ბევრი დარწმუნებულია, რომ ის შეძლებს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის მოხსნას.

შოტლანდიელი მწვრთნელი ხშირად აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ინგლისელის კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა სინამდვილეში ამ საქმეში ძალიან მცირე პროგრესი განხორციელდა. თუ რუნის წასვლა სურს ის "ოლდ ტრაფორდს" დიდი ალბათობით ამ ზაფხულში დატოვებს, მსურველები კი მას არ აკლია. ყველაზე დიდ ინტერესს მის მიმართ "არსენალი" და "ჩელსი" იჩენენ, რომელთაც ყველაზე დიდი პრობელმა თავდასხმის ხაზში აქვთ.

უეინ რუნი გაუგებრობაშია

უეინ რუნის გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა "ტოტენჰემის" დამარცხებისთვის

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუნი ახლა კარიერის პიკში იმყოფება, თუმცა არავისთვის არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი. დღევანდელი "იუნაიტედში" რუნი უდავო ლიდერია, მან უკვე მოახერხა 11 გოლის 24 თამაშში და ის საუკეთესო ასისტენტია ევროპის მასშტაბით.

გუნდს ყავს კიდევ ერთი გამოკვეთილი ლიდერი რობინ ვან პერსის სახით, თუმცა მას ისევ დაეწყო ტრავმები, რომელიც მთელი მისი კარიერის განმავლობაში ხელს უშლიდა სრულყოფილად განვითარებაში. ასე რომ, ამ ფონზე უეინის წასვლა კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება გუნდისთვის.

უეინ რუნი გაუგებრობაშია

რობინ ვან პერსი ერთადერთი ტოპ კლასის ფეხბურთელია, რომელიც გუნდმა ბოლო წლებში შეიძინა

ოთხშაბათს უეინ რუნიმ სულაც ტრავმირებულმა ითამაშა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, თუმცა მაინც შეტევების მთავარ სულის ჩამდგმელად მოგვევლინდა და დაცვაშიც დიდ სამსახურს უწევდა გუნდს. ეს სცენარი ძალიან ნაცნობი გახდა ამ სეზონის განმავლობაში.

დღევანდელი სიტუაცია გვახსენებს 2010 წელს, როდესაც უეინ რუნიმ განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდი" შეიძლება აღარ იყოს მიმზიდველი ადგილი ტოპ კლასის ფეხბურთელებისთვის. შეიძლება მისი ნათქვამი სიმართლესაც შეესებამება, რადგან ბოლო პერიოდში "იუნაიტედმა" ერთადერთი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი შეიძინა.

უეინ რუნი გაუგებრობაშია

მოიესს მყარად აქვს გადაწყვეტილი მარკო როისის შეძენა

"იუნატედის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ისინი მოახერხებენ რუნის შენარჩუნებას და გუშინ გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოიესი მზადაა 40 მილიონი გადაიხადოს მარკო როისში.

ტრანსფერების მხრივ მთავარ სამიზნეებად ორი მაღალი დონის თავდამსხმელი ითვლება, თუმცა სასურველ ფეხბურთელთა სიაში რამდენიმე თავდამსხმელიცაა, მათ შორის არიან: რადამელ ფალკაო, ედისონ კავანი და დიეგო კოშტა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად "პრემირერ ლიგაში" წარუმატებელი თამაშისა, "იუნაიტედი" კარგად იბრძვის სხვა ფრონტებზე. მათ მოახერხეს "ჩემპიონთა ლიგის" პლეი-ოფში მოხვედრა და მეოთხედფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვთ "ოლიმპიაკოსთან" დაწყვილების შემდეგ. ასევე ისინი უკვე "ლიგის თასის" ნახევარფინალში იმყოფებიან, სადაც ისინი "სანდერლენდს" დაუპირისპირდებიან.

წყარო: Dailymail
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Owlicova
3 იანვარი 2014 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
არ გადმოვა როისი არა. :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Keep the red flag flying high, because ManU will never die! manunited
№12
ავტორი: love united
3 იანვარი 2014 14:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნი თუ ვერ შევინარჩუნეთ...მერე ვინღა გვათრევს არ ვიცი...
0
№13
ავტორი: Jubo
3 იანვარი 2014 15:26
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გილოცავ მესამასეს
ტრანსფერებზე მეტად ამის ახალ კონტრაქტს ველოდები :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: ლადო
3 იანვარი 2014 17:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამის ახალ კონტრაქტს და მატას გაფორმებას ველოდები
0
№15
ავტორი: Red Hooligan
3 იანვარი 2014 18:06
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Rooney.,
იცი საერთოდ რას ამბობ ? იცი საერთოდ ვინ ამხნევებს ფეხბურთელებს და ვინ ასრულებს კაპიტნის მოვალეობას გუნდში ? არ იცი, ამიტომ საგანი, რომ არიცი ჯობია გაჩერდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№16
ავტორი: Manchester_M
3 იანვარი 2014 19:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ისე თუ დავაკვირდებით ვან პერსის გარდა ბოლო წლებია მანჩესტერს ვარსკვლავი არ უყიდია გაშვებით ვართ დაკავებულები დროა ვიყიდოთ 1 მიანც.
0
№17
ავტორი: red devil
3 იანვარი 2014 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Me mgoni martla wava es
0
№18
ავტორი: Manchester United 14
3 იანვარი 2014 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Manchester_M,
მართალაც რო გუნდიდან წავიდა ტევეზი ბერბატოვი რონალდო მალე რიო და გიგზიც წავა რუნი კიდე სხვაგან აპირებს და მანჩესტერი განადგურდება მოიესის ხელში ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№19
ავტორი: Rosso Diavolo
3 იანვარი 2014 22:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არ წავა ეს, მაგრამ მაგრა მიტყდება თქმა რომ რუნის გარეშე იუნაიტედი შორს ვერ წავა ამ კამანდით ..სული და გულია რუნი მანჩესტერის
0
№20
ავტორი: MANUTD FAN.
4 იანვარი 2014 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მართლა საშინელ მდგომარეობაშია იუნაიტედი :( და რუნი რო წავიდეს ხო ვაბშე დაერხა მანჩესტერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top