Paddy Power-ის ბუკმეიკერული კანტორის ბლოგის ავტორები ცნობილები არიან თავიანთი იუმორის გრძნობით, მათ შეკრიბეს საინტერესო ფაქტები ლეგენდარულ უელსელზე, ზოგი კი თვითონ დაამატეს.
1.პირველი გოლი რაიან გიგზმა "იუნაიტედის" მაისურით მანჩესტერულ დერბიში 1991 წლის 4 მაისს, თუმცა ეს გოლი მთლიანად მისი დამსახურება არაა. ბურთი კარებში კოლინ ჰენდრიმ ჩაჭრა.
2.1892 წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" 4360-ჯერ ითამაშა ჩემპიონატში, რაიან გიგზმა ამ მატჩების 15%-ში მიიღო მონაწილეობა.
3.თავისი დიდი კარიერის განმავლობაში, გიგზმა მხოლოდ 29 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი მიიღო (მეგობრულ მატჩში უელსის მაისურით).
4. რაიანის თანაგუნდელი ფილ ჯონსი, ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, როდესაც გიგზს დებიუტი ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, 1992 წლის 2 მარტს.
5.მთელი თავისი კარიერის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, რაიანმა ითამაშა 117 განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ.
6.გიგზმა მონაწილეობა მიიღო "პრემიერ ლიგის" 613 მატჩში, ეს აღემატება ისეთი გუნდების შედეგებს, როგორიცაა "მიდლსბრო"-536, "საუზჰემპტონი"-544, "ბოლტონი"-494, "ლიდსი"-468, "ფულემი"-456, "სანდერლენდი"-456, "კოვენტრი"-453, "შეფილდ უენსდეი"-316, "უიმბილდონი"-316, "ლესტერი"-308, "ჩარლტონი"-304, "უიგანი"-292, "ბირმინგემი"-266, "პორტსმუტი"-266, "დერბი"-266, "ვესტ ბრომვიჩი"-266, "ნორვიჩი"-240, "ქპრ"-228, "იპსვიჩი"-202, "ნოტინგემ ფორესტი"-198, "სტოკი"-178, "კრისტალ პალასი"-172, "ვულვერჰემპტონი"-152, "შეფილდ იუნაიტედი"-122, "რედინგ"-102, "ოლდჰემი"-88, "ჰალი"-84, "ბრედფორდი"-76, "უოტფორდი"-76, "სუონსი"-76, "სუინდონ"-42, "ბლექპული"-38, "ბარნსლი"-38 და "ბარნლი"-38.
7.რაიანის მამა, დენი უილსონი იყო პროფესიონალი რაგბისტი, რომელიც უელსის ნაკრებში თამაშობდა.
8.მაშინ, როცა დევიდ ბექჰემს ჰქონდა დებიუტი კლუბში 1992 წელს, რაიან გიგზს უკვე მოგებული ჰქონდა "ლიგის თასი", "სუპერთასი" და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება.
9.ერთხელ სერ ალექსმა გააგდო გიგზი ლი შარპის სახლში გამართული საღამოდან. ეს იყო რაიან გიგზის ყიდვის ერთადერთი შანსი სხვა კლუბებისთვის.
10."იუვენტუსის" ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ორი ფეხბურთელი თამაშის ყურებამ აატირა, პირველი იყო რობერტო ბაჯო, მეორე რაიან გიგზი.
11.რაიან გიგზმა უკვე მიიღო მონაწილეობა თავის გამოსამშვიდოდებელ მატჩში, რომელსაც კლუბი დამსახურებულ ფეხბურთელებს უმართავს. ეს თამაში შედგა 2002 წელს "სელტიკის" წინააღმდეგ. მაშინ გიგზი 29 წლის იყო.
12.პრემიერ ლიგაში გიგზს აქვს გატანილი 109 გოლი, რომელიც მეტია ისეთი გუნდის მაჩვენებლებზე, როგორიცაა: "ბარნსლი"-37, "ბარნლი"-42, "სუინდონი"-47, "ბლექპული"-55, "უოტფორდი"-64, "ბრედფორდი"-68, "ჰალი"-82, "სუონსი"-99 და "ოლდჰემი"-105.
13.თავისი 109 გოლიდან რაიანმა პირველ ტაიმში გაიტანა 50 გოლი, მეორე ტაიმში-59.
14.რაიან გიგზის ანგარიშზე "პრემიერ ლიგის" სარეკორდო რეოდენობა-280 ასისტია. ბოლოს მან ამის გაკეთება "სოუნსისთან" შეძლო სეზონის პირველ მატჩში. მან საგოლე გადაცემების 75% თამაშიდან გააკეთა.
15. თავისი კარიერის განმავლობაში გიგზი გოლს იტანს ყოველ 5.5 მატჩში.
16.გიგზს ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.
17. როცა რაიან გიგზმა გაიტანა პირველი გოლი "იუნაიტედის" მაისურით, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოსმენილი კურტ კობეინის "Smells Like Teen Spirit", მაშინ ეს სიმღერა არ ყოფილა გაშვებული ტირაჟზე.
18. როცა გიგზმა პირველი გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით, ინგლისში ერთი ლიტრი ბენზინი 40 პენსი ღირდა.
19. კომპიუტერის მაღაზიების გლობალურმა ქსელმა "PC World"-მა პირველი ფილიალი გახსნა მაშინ, როდესაც გიგზმა პირველი გოლი გაიტანა პროფესიონალურ კარიერაში.
20. "მანჩესტერ იუნაიტედი" 42-ჯერ შეხვდა "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ფარგლებში, ამ თამაშებიდან გიგზმა მონაწილეობა მიიღო 38-ში .