თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2013, 13:34
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2492,
კომენტარები: 14
საშობაო მესიჯი "პრემიერ ლიგის" გუნდებს
"არსენალი" ჩემპიონია, "იუნაიტედი" უიმედოდაა.
საშობაო მესიჯი
გუშინ დასრულდა ნაწილი მე-19 ტურის მატჩებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულდა სეზონის პირველ ნახევარი. სტატისტიკაზე დაყდრნობით DailyMail შეეცადა დაახლოებით განესაზღვრა ვინ მოიგებდა ტიტულს, ვინ შევიდოდა "ჩემპიონთა ლიგის" ზონაში და ვინ გავარდებოდა "პრემიერ ლიგიდან"

"არსენალი" ჩემპიონია

21 "პრემიერ ლიგის" სეზონიდან, 11-ში ჩემპიონი გახდა სწორეს ის გუნდი, რომელიც "ბოქსინგ დეის" დროს ცხრილი სათავეში იყო.

საშობაო მესიჯი "პრემიერ ლიგის" გუნდებს
ვენგერი ბედნიერია, მისი გუნდი "პრემიერ ლიგის" მოგების მთავარი კანდიდატია

ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო წლებში. ბოლო 9 შემთხვევიდან, 8-ში "პრემიერ ლიგა" მოიგო გუნდმა, რომელიც ცხრილის სათავეში იყო 26 დეკემბერს.

აქვს კიდევ ვინმეს შანსი? დიახ!

"პრემიერ ლიგის" ბოლო 21 სეზონიდან 20-ში გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც "ბოქსინგ დეიზე" ოთხეულში იყო. მეორე და მესამე ადგილზე მყოფებმა მოიგეს ოთხჯერ, ხოლო მეოთხე ადგილოსანმა ერთხელ.

ასე რომ, თუ ისტორიას ვენდობით, "არსენალის" შემდეგ მოგების მთავარი პრეტენდენტები არიან "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი".

"მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობა უიმედოა

"პრემიერ ლიგის" ისტორიაში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ოთხეულში მოხვედრა, როცა ისინი "ბოქსინგ დეიზე" ექვსეულშიც არ იყვნენ, "ბოქსინგ დეის" პირველ მატჩის შემდეგ კი "იუნაიტედი" მხოლოდ მეშვიდე ადგილს დაკმაყოფილდა.

საშობაო მესიჯი "პრემიერ ლიგის" გუნდებს
დევიდ მოიესმა უნდა მოახეროხოს ის, რაც "პრემიერ ლიგის" ისტორიაში არავის გაუკეთებია

თუმცა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს აქვთ ერთი იმედის მომცემი ფაქტი. 1997-98 წლებში, პირველი წრის შემდეგ "არსენალი" იკავებდა მეექვსე ადგილს და 13 ქულით ჩამორჩებოდა "იუნაიტედს", რომელსაც ამ დროისთვის 46 ქულა ჰქონდა. თუმცა საბოლოოდ სეზონი "მეთოფეებმა" დაასრულეს ტრიუმფით.

ყველაზე დიდ კონკურენცია "პრემიერ ლიგის" ისტორიაში

საბოლოოდ ინგლისმა იხილა სრულფასოვანი შეჯიბრი, სადაც ტიტულისთვის მინიმუმ 5 გუნდი იბრძოლებს.

საშობაო მესიჯი "პრემიერ ლიგის" გუნდებს
ჯერ-ჯერობით ცხრილს "მანჩესტერ სიტი" უდგას სათავეში

პირველ ოთხ გუნდს შორის განსხვავება არის სამი ქულა, რაც ყველაზე მცირეა "პრემიერ ლიგის" ისტორაში. მანამდე პირველი წრის შემდეგ პირველი ოთხეულის გუნდებს შორის საშუალოდ იყო 9 ქულა განსხვავება, ხოლო მაქსიმალური სხვაობა დაფიქსირდა 17 ქულა.

რაც შეეხება პირველ რვა ადგილს, მათ შორის სხვაობა არის 8 ქულა, რაც 1998-99 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

"ლივერპულს" შეუძლია დაივიწყოს "ჩემპიონთა ლიგა"

"პრემიერ ლიგის" 21 სეზონიდან 16-ში, "ბოქსინგ დეის" დროს პირველ ოთხეულში მყოფი გუნდებიდან ერთი აუცილებლად ვარდებოდა უფრო დაბალ პოზიციაზე.

საშობაო მესიჯი "პრემიერ ლიგის" გუნდებს
"ლივერპულს" ისევ გაუჭირდება "ჩემპიონთა ლიგაზე" მოხვედრა

მანამდე ასეთი გუნდები იყვნენ "უიმბილდონი" 1996 წელს, "ლეიკესტერი" 2000 წელს, "ფულემი" 2003 წელს, "ბოლტონი" 2006 წელს და ა.შ.

ახლა კი ჯერი "ლივერპულზეა"

"სანდერლენდი" პრემიერ ლიგას დატოვებს

"პრემიერ ლიგის" სტატისტიკა გვეუბნება, რომ "სანდერლენდის" გავარდნის შანსი არის 95%. "პრემიერ ლიგის" 20 სეზონში სწორედ ის გუნდები ვარდებოდნენ "ჩემპიონშიფში", რომლებიც "ბოქსინგ დეის" დროს ცხრილის ბოლოში იყვნენ.

საშობაო მესიჯი "პრემიერ ლიგის" გუნდებს
"სანდერლენდი" ინგლისის უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობება

ერთადერთი გამონაკლისი იყო "ვესტ ჰემის" "საოცარი გაქცევა" 2004-05 სეზონში

წყარო: DailyMail
სიახლეები, სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
29 დეკემბერი 2013 16:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჯერ ესერთი არსენალი შობას პირველზე ჯერ არ შეხვედრია ჯერ წინ ნიუკასლთან აქვს მატჩი ჩასატარებელი და წიანსწარ რატომ ლაპარაკობენ ამდენს ვერ გავიგე? უეჭველი იგებენ? ჯერ სიტია პირველზე და დიდი შანსია ეგრეც დარჩეს. მოვლენების განვითარებას დალოდებოდნენ და მერე დაეწერათ ეს სტატია? ან იუნაიტედი რატომ არის მე_7ზე? ნიუკასლი უეჭველი იგებს? wink ან არსენალი ვერ გადავა პირველზე ან იუნაიტედი არ იქნება მე_7ზე და მინიმუმ მე_6 დარჩება.

რაც შეეხება შანსებს. სტატიაშივე წერია რომ ესეთი ქულათა სხვაობა პირველად არის ხო და არაფერია გასაკვირი მე_4 ან მე_6 ადგილოსანმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ წრიდან დაიწყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Shako Jones
29 დეკემბერი 2013 16:47
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვესტ ჰემი 2004-ში ტევესმა გადაარჩინა ხო ?
0
№13
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2013 18:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სამეული აუცილებლად იქნება. სიტუაცია ძაან დაძაბულია ეხლა, ეხლა სხვა სიტუაციაა რა. პირველადგილოსანთან 7 ქულა გვაშორდებს, მგონი არც ისე დიდი სხვაობაა მეექვსე ადგილისთვის. მთავარია ქულები არ დავკარგოთ დ აიანვარში კარგად ვიასპარეზოთ. იანვარში საკმაოდ წინ წავალთ მგონია, მთავარია შევინარჩუნოთ მოგებათა სერია
0
№14
ავტორი: BERDI
29 დეკემბერი 2013 19:35
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
არაფერი არ გადაწყვეტილა ჯერ სატურნირო მდგომარეობასაც გავიმყარებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top