თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 19:43
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2031,
კომენტარები: 12
უეინ რუნი გუშინდელ მატჩზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ფორვარდმა მცირე კომენტარი გააკეთა გუშინდელ მატჩზე.
უეინ რუნი გუშინდელ მატჩზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ შეაქო მისი თანაგუნდელები გუშინდელი ბრძოლისთვის. "მანჩესტერ იუნაიტედმა",რომელიც მეტოქესთან ორ ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მაინც მოახერხა თავისი ხასიათის ჩვენება და "ჰალ სიტის" დამარცხება, უეინ რუნი კი ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"ჩვენ მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, გავუშვით ორი გოლი და ამის შემდეგ ვიცოდით, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაგვეთანაბრებინა ანგარიში. ჩვენ სწორედ ამ დროს ვაჩვენეთ მეტოქეს მებრძოლი სულისკვეთება. საბედნიეროდ, ჩვენ ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში შევძელით და ამის შემდეგ სწორედ ერთი მიზანი გვქონდა, ამ მატჩის მოგება." - განაცხადა უეინ რუნიმ manutd.com-თან მიცემულ ინტერვიუში

"გოლის გატანის ეპიზოდში გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მივიღე, ბურთი კომფორტულად მივიღე და ამის შემდეგ სწორედ კარის მიმართულებით დარტყმაღა მქონდა დარჩენილი, რაც საბედნიეროდ კარგად მოვახერხე. იმის შემდეგ, რაც მესამე ბურთი გავიტანეთ,მატჩის დასასრულს პატარ-პატარა ინტრიგები გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ სასურველ შედეგს."

"ბოლო მატჩებში ჩვენ სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ და ეხლა მზად ვართ შემდეგი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ჩვენ ბევრს გავაოცებთ." - დაასრულა უეინ რუნიმ.

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
27 დეკემბერი 2013 21:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეთ ოთხეულში. ნიუკასლს და ევერტონს მალე მოეხაზებათ. მაგრამ მერე უკვე დიდი ბრძოლა გველის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Rosso Diavolo
30 დეკემბერი 2013 14:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უკვე პრემიერ ლიგის მოგებისდიდი შანსი გვაქვს... !!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top