თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 10:07
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2393,
კომენტარები: 11
ტომ ქლევერლის პასუხები
ტომ ქლეველიმ გულშემატკივრებს უპასუხა
ტომ ქლევერლის პასუხები
"მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ასპარეზობა - ეს თქვენი ოცნებაა?

დიახ! მაგრამ პატარა როდესაც ვიყავი მეგონა, რომ ეს ოცნება ოცნებად დამრჩებოდა. ყოველდღიური ვარჯიშები კი დამეხმარა პირველ გუნდში მეთამაშა, ამიტომ მე ჩემსას მივაღწიე. ახლა ჩემი ოცნებაა "იუნაიტედში" 10-15 წლის განმავლობაში ვიასპარეზო.

როგორია უეინ რუნისთან და რობინ ვან პერსისთან ერთად თამაში?

ეს შესანიშნავია! მაშინაც კი როცა გუნდი ფრედ ამთავრებს თამაშს, მათ შეუძლიათ ეს ფრე რამდენიმე წამში მოგებად აქციონ. ასეთი ფეხბურთელები ფასადუდებლები არიან.

თქვენი აზრით, ვის თვლით საუკეთესო მოთამაშედ მსოფლიოში?

ეს კრისტიანო რონალდოა, ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე. ბოლო დროს მისი გაჩერება შეუძლებელი გახდა. ის მატჩში საშუალოდ 2-3 გოლის იტანს, ასევე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. რონი წარმოუდგენელ ფორმაშია.

როგორი გრძნობაა, რაიან გიგზთან ერთ გუნდში თამაში?

ეს დიდი პატივია. რაიანი შესანიშნავი მაგალითია ყველასთვის. იმისდა მიუხედავად, რომ რაიანმა ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც ადამიანს შეეძლო, მას მაინც აქვს მოტივაცია გააგრძელოს ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე. მისგან ყოველთვის ბევრს ვსწავლობ.

ვინ არის ყველაზე მხიარული თქვენს გუნდში?

ყოველთვის ვიცინი პატრის ევრას ხუმრობებზე. პატრისთან ერთად ასევე დავასახელებდი ველბეკს და უეინ რუნისაც. ფლეტჩი - "შავი რაშია" , ვფიქრობ მასაც კარგად გამოსდის ხუმრობა.

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
25 დეკემბერი 2013 16:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ევრა ყველაზე მასხარა ადამიანია. ვიდეოც მაქვს საუდისარაბეთში, რომ გოლფს ყომარობენ რეებს შვება. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top