ინგლისის მსაჯები აპირებენ ბოიკოტი გამოცხადონ ჩელსის მატჩების მსაჯობას და ამით თანადგომა გამოუცხადონ თავიან კოლეგას მარკ კლატენბურგს. შეგახსენებთ, რომ დროებით კლატენბურგი ჩამოაშორეს სამსაჯო საქმეს, რადგან ჩელსის ხელმძღავანელობა ადანაშაულებს მას ჯონ ობი მიკელის მიმართ რასისტული ფრაზების გამოყენებაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, რომელიც წინაა უქმეებზე იყო. ამ ინციდენტს გამოეხმაურა სერ ალექსიც და მან მხარი დაუჭირა კლატენბურგს. ფერგიუსონის აზრით წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის მსაჯს ასეთი რამ ჩაედინა და დაიცვა ის.
კლატენბურგს უჭერს მხარს, ყოფილი მსაჯი კლივ უილკესი:"მე ვიცნობ მარკის ბევრ მეგობარს და მათ ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ. მე ვიცი რამდენიმე მსაჯი, რომელიც აპირებს ბოიკოტი გამოაცხადოს და აღარ იმსაჯოს "ჩელსის" მატჩები. არ იქნება გადაჭარბებული ვთქვათ ის, რომ მსაჯები ასეთ ცუდ სიტუაციაში არასდროს არ ყოფილან. მათ ყველაფრის გაცხადება უნდათ, თუმცა ცოტათი შეშინებულები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ საკუთარი განცხადებების შემდეგ გაანთავისუფლებენ პოსტიდან. ისინი ბოიკოტს მიმართავენ უკიდურეს შემთვევაში."