თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2013, 12:49
ავტორი: N10,
ნანახია: 2267,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესი არენდით გაშვებული მოთამაშეების დაბრუნებას აპირებს
მოიესი განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნებას აპირებს.
დევიდ  მოიესი  არენდით  გაშვებული  მოთამაშეების  დაბრუნებას  აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ იანვარში დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვის ნაცვლად, განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნებას აპირებს.

ამჟამად ჯესი ლინგარდი, ნიკ პოუელი და რაიან ტანიკლიფი წარმატებით თამაშობენ ჩემპიონშიპის გუნდებში "უიგანში", "ირმინგემში" და "იპსვიჩში", ამიტომ მოიესმა გადაწყვიტა, რომ ისინი "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს და აქ მისცეს მათ შანსი.

"ჩვენ შევეცდებით იანვარში რაიმეს გაკეთებას. მე საკმაოდ აქტიურად ვაკვირდები ჩვენს ახალგაზრდა განათხოვრებულ ბიჭებს - როგორებიც არიან ნიკ პოუელი, ჯესი ლინგარდი, რაიან ტანიკლიფი."

"ჩვენ საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავს არენდით გაშვებული, ისინი გუნდის ნაწილები არიან. იმედი გვაქვს, რომ თუ მათი დახმარება გუნდს დასჭირდება, მათ დავაბრუნებთ იანვარში". - ციტირებს მოიესის სიტყვებს Manchester Evening News.

წყარო:http://fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
25 დეკემბერი 2013 12:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
kargia pirvel rigshi Powell
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top