პერსის ყოფილ კლუბთან მოუწია დაპირისპირება და გაუტანა კიდეც.
რობინ ვან პერსიმ, რომელმაც ჩაატარა პირველი მატჩი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ და თავის გამოჩენა შეძლო, განაცხადა, რომ ეს მომენტი მის კარიერაში განსაკუთრებულია:"ეს დღე განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და 3 ქულაც მოვიპოვეთ. ჩვენ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და კიდევ შეგვეძლო 2-3 გოლის გატანა, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ სამი ქულის მოპოვებით."
"დღეს მე პირველად მომიწია ჩემი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში და რა თქმა უნდა მხოლოდ თამაშის მხრივ. მიხარია, რომ იუნაიტედთან ერთად გამარჯვება მოვიპოვე. არ ვღნიშნე გოლი, რადგან არსენალში 8 წელი ვთამაშობდი. ვფიქრობ აქ ყველაფერი ნათელია. ვაფასებ და პატივს ვცემ "არსენალის" გულშემატკივრებს, მწვრთნელს, ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს. ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ვფიქრობ, საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ. რამოდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, ორი ან სამი გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვართ, მთავარი სამი ქულაა."
მეორე ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსი მქონდა. ვიფიქრე, რომ ტომას ვერმალენი ახლოს იყო და დარტყმა გადავწყვიტე. ეს ცუდი არჩევანი იყო, რადგან ბურთზე კიდევ ერთი შეხება და უკეთ დარტყმა თავისუფლად შემეძლო. სულ 2 გოლი უნდა გამეტანა, მაგრამ ამ ერთითაც კმაყოფილი ვარ.
ბედნიერი ვარ რუნისთან ერთად თამაშით. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენს შორის დამოკიდებულება. ჩვენ კარისგან მოშორებით ვთამაშობთ და მიხარია, რომ გუნდისთვის შედეგს ვაღწევთ."
წყარო:
Redevils.Ru