თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 15:19
ავტორი: love united,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 11
მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა
მარუან ფელაინის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩდა
მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა
"იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მარუან ფელაინიმ გაიკეთა მაჯის ოპერაცია, რის გამოც ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას ორი თვის მანძილზე. მან წინა უიქენდზე ჩაიტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები მაჯის მყესის დაზიანებულ ნაწილზე. მანჩესტერმა ის ზაფხულში 27.5 მილიონ ფუნტად შეიძინა. მარუანმა ხელი რამდენიმე კვირის წინ დაიზიანა, მაგრამ მაინც თამაშობდა, რადგან გუნდს აკლდა რამდენიმე ფეხბურთელი.

მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა

ფელაინი მომდევნო ორი თვის მანძილზე გუნდს ვერ დაეხმარება


მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა


მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა


ასე რომ, "იუნაიტედს" შეუძლია ფელაინის ორი თვით დროებით დაემშვიდობოს. სამაგიეროდ, დევიდ მოიესის განცხადების თანახმად გუნდს მალე დაუბრუნდება ტრავმირებული მაიკლ კერიკი. მარუანი გამოტოვებს ზამთრის ყველა თამაშს, მათ შორის "ბოქსინ დეისაც", მაგრამ ექნება შანსი ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ. მოიესმა განაცხადა:"ფელაინის მაჯის ტრავმასთან ერთად აქვს ზურგზე პრობლემები. მე მას კიდევ ერთხელ გავგზავნი სკანირების პროცედურაზე, თუ არ იქნება არანაირი ცვლილება, მოუწევს ზურგზეც მკურნალობა. მისი ზურგის მკურნალობა მაქსიმუმ 10 დღეს გასტანს. გადაჭრით ვერ გეტყვით, გაიკეთებს თუ არა ოპერაციას, მაგრამ ის გამოტოვებს 6 კვირას მაჯის ტრავმის გამო."

მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა

კერიკის დაბრუნებას მოიესი მოუთმენლად ელის


მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა


მარუან ფელაინი გუნდს გამოაკლდა


ფელაინიმ სულ "იუნაიტედის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა. ბოლოს მოედანზე ის "ევერტონთან" 0-1 დასრულებულ შეხვედარში გამოჩნდა. მისი გუნდელი, მაიკლ კერიკი უკვე დიდი ხანია რაც გუნდს გამოაკლდა. ის შესაძლოა "ბოქსინ დეის" ბოლოს დაბრუნდეს.

წყარო:dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
24 დეკემბერი 2013 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Aman tmebi sheichras Da upro davapaseb eh sadaa fergi tore amas gadaxotrida :D p.s cabaye gvindaaaa viyidot
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top