თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 21:50
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1964,
კომენტარები: 13
პერსი მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს
მოიესის განცხადებით პერსი გუნდს ჰალთანაც დააკლდება
პერსი მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს
მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი , დამაჯერებლად უმკლავდება ბარძაყის ტრავმას, რომელიც მან 10 დეკემბერს მიიღო, ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის შახტართან დაპირისპირებისას. გაირკვა, რომ პერსის მოედანზე გამოჩენა პრემიერ ლიგის მომდევნო ტურშუ საეჭვოა და ეშმაკებს მის გარეშე მოუწევთ ვეფხვებთან დაპირისპირება. როგორც ადრე იწინასწარმეტყველეს, რობინს დაახლოებით 1 თვე დასჭირდება ძირითადში დასაბრუნებლად:" რობინ ვან პერსის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მან არსენალის წინააღმდეგაც ითამაშა ბარძაყის ტრავმით, ამიტომაც განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ მასზე. თუ მას კიდევ ექნება ტრავმის რეციდივი, რა თქმა უნდა ეს მასზე უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომაც შევეცდებით საბოლოოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა." _ განაცხადა მოიესმა.

კითხვას ითამაშებდა თუ არა ვან პერსი 26 დეკემბერს ჰალის წინააღმდეგ მოიესმა უპასუხა:" ალბათ მისი მოედანზე გამოსვლა ნაადრევია."

შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ვან პერსის გამოჯანმრთელების ვადები შეთანხმებული იყო როგორც ფორვარდთან, ასევე კლუბის ხემძღვანელობასთან:"რა თქმა უნდა მედპერსონალი აკვირდება მის ჯანმრთელობას და მეც მაქ კონტაქტი მასთან და მისი აზრითად უმჯობესია მოცდა. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ ვან პერსი მალე გამოჯანმრთელდეს და შესაბამისად ვმკურნალობთ მას"

წყარო: Manutd.Ru
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: A.J.44
22 დეკემბერი 2013 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ტოტენჰემამდე უნდა გამოკეთდეს
0
№12
ავტორი: chudikone
23 დეკემბერი 2013 02:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მომენატრა რუნი-პერსის დუეტი :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: Macklemore
23 დეკემბერი 2013 10:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჯობია ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და მერე დაბრუნდეს. ნახევრად ტრავმიანმა რო ითამაშოს მაგას ჯობია რო გამოტოვოს მატჩი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top