თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 15:20
ავტორი: Esi,
ნანახია: 2110,
კომენტარები: 11
მოიესი ტრანსფერებზე
დევიდ მოიესმა განაცხადა,რომ კლუბი თავდამსხმელს არ შეიძენს...
მოიესი ტრანსფერებზე
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა უარყო ყველანაირი ჭორი,რომ თითქოსდა მანჩესტერ იუნაიტედი ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელს შეიძენდა.შეგახსენებთ,რომ იუნაიტედს ამ ზამთარში რადამელ ფალკაოს ან დიეგო კოშტას ყიდვას უწინასწარმეტყველებდნენ.

მოიესმა კი ეს ყველაფერი უარყო.ის კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი თავდამსხმელებით.მისი აზრით,რობინ ვან პერსი,უეინ რუნი,დანი უელბეკი,ხავიერ ერნანდესი და შინჯი კაგავა სრულიად საკმარისია კლუბისთვის.

"მე არასდროს მითქვამს,რომ კლუბს ფორვარდი სჭირდებოდა.ჩვენ გვყავს ვან პერსი,რუნი,უელბეკი და ჩიჩარიტო.ასევე გვყავს კაგავა,რომელსაც მათ უკან თამაში შეუძლია.ხალხისთვის ადვილია სათქმელად,თუ რომელი ფეხბურთელი სად წავა,მაგრამ ეს ასე არ არის"

"რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული,რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელი შევიძინოთ,მაგრამ ეს ფორვარდი არ იქნება.ყოველშემთხვევაში მსურს,რომ შემადგენლობა გავაძლიერო,მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით ეს იანვარში მოხდება თუ ზაფხულში.ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს"

"ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელით ვართ დაინტერესებული და არაა გამორიცხული,რომ იანვარშივე შევძლოთ მათი შეძენა"
-დაასრულა მოიესმა

წყარო:skysports.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2013 07:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sanam vinmes ar daitrevs arcerti transferis agar mjera me :(
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top