თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2013, 20:34
ავტორი: love united,
ნანახია: 2037,
კომენტარები: 13
რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?
მოიესის განცხადება უეინ რუნის შესახებ
რატომ არ იყო რუნი
მანჩესტერის მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს, მოუწია აეხსნა ჟურნალისტთათვის ის მიზეზი, რის გამოც უეინ რუნიმ გამოტოვა შეხვედრა "სტოკ სიტისთან". მისი თქმით, თავდამსხმელს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რომელიც "ასტონ ვილასთან" მატჩში მიიღო. ამავდროულად, გუნდს გამოაკლდა რობინ ვან პერსი ბარძაყის ტრავმის გამო. მოიესი იმედოვნებს, რომ ეს იქნება ბოლო ტრავმა, რომელსაც მისი გუნდის ფეხბურთელი მიიღებს. მას შემდეგ, რაც უეინ რუნი არ იყო შემადგენლობაში ლიგის თასის მატჩში "სტოკ სიტის" წინააღმდეგ, გულშემატკივრებს გაუჩდათ კითხვები.

რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?

უეინმა ტრავმა "ასტონ ვილასთან" მიიღო


რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?

მოიესმა გულშემატკივრებს გარჯა მოუწონა


მოიესმა დასძინა, რომ რუნის არ ემუქრება გრძელვადიანი დასვენება. 28 წლის ინგლისელი დიდი ალბათობით მომდევნო მატჩში "ვესტ ჰემთან" ითამაშებს:"მას საზარდულის ტრავმა აქვს. დიახ, "ვესტ ჰემთან" ალბათ დაბრუნდება. "
გუშინდელი მატჩი მრავალმხრივ საინტერესო იყო. შეხვედრა 10 წუთით შეწყდა. მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამინდი მკვეთრად გაუარესდა და მოედანზე რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო.

რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?

"იუნაიტედი" წინ ეშლი იანგმა გაიყვანა


რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?

რუნი შესანიშნავ სეზონს ატარებდა


მატჩი ეშლი იანგის ინდივიდუალური ტრიუმფი გამოდგა. მან შეაგდო მისი პირველი გოლი 19 თვიანი პაუზის შემდეგ, ასევე იანგმა საგოლე პასი მიითვალა. როდესაც მოიესს იანგის შესახებ კითხეს, მან თქვა: "ნამდვილად არ ვიცოდი, თუ რამდენი ხანი არ ქონდა მას გოლი გატანილი. ეშლის ჰქონდა შანსი, რათა გაეტანა და ეს შეძლო. იანგს სჭირდებოდა გოლის გატანა." იანგისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელია. მისმა ქმედებებმა აღშფოთება არა მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის ფანებში გამოიწვია, არამედ "ოლდ ტრაფორდზეც"."მე ვესაუბრე მას და ვუთხარი, გაეკეთებინა ყველაფერი სწორედ. ის ასეც მოიქცა. მას რამდენჯერმე ჩაარტყეს, მაგრამ ის აგრძელებდა თამაშს. მან გვაჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მანჩესტერისთვის."

რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?


"თუ შენ გსურს იყო წარმატებული, აუცილებელია კარგი შეტევა. მომდვნო მეტოქეს, "სანდერლენდს" კარგი შედეგი ჰქონდა "ჩელსისთან". ვეცდებით, მომდევნო ორი რაუნდიც წარმატებით გავიაროთ და გავიდეთ ფინალში. ჩვენი სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "სიტი", "ტოტენჰემი", "ჩელსი". მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება წინასწარ. "

რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?


ასევე ისაუბრა "სტოკ სიტის" მწვრთნელმა, მარკ ჰიუგსმა:"ცუდათ ვითამაშეთ. ხვალ ვნახავთ ჩანაწერს, იმედია წაგება მხოლოდ იმის ბრალი არ იყო, რომ არ გვყავდა რობერტ ჰიუტი. რაც შეეხება მატჩის შეჩერებას, ეს ნორმალური იყო. მსაჯის თქმით, ვერაფერს ხედავდა. თუ შენ ვერ ხედავ, ვერ მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას."

რატომ არ იყო რუნი "სტოკ სიტისთან"?

შემდეგი რაუნდი:"იუნაიტედი" "სანდერლენდს" შეხვდება


წყარო:dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
19 დეკემბერი 2013 23:55
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რუნი მალე დაგვიბრუნდება იმედია თორე ორივეს გარეშე გაგვიჭირდება :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2013 01:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გვეუეინრუნები love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
RedGirl,
ვესთ ჰემთან იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top