თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2013, 21:49
ავტორი: love united,
ნანახია: 2261,
კომენტარები: 12
ოუენი:"მოიესი შეცდა"
ოუენის აზრით მოიესმა არასწორი ტრანსფერი გააკეთა...
ოუენი:
მაიკლ ოუენი არ თვლის მარუან ფელაინის "მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელად" და ფიქრობს, რომ როს ბარკლი უფრო წარმატებული ტრანსფერი იქნებოდა მანკუნიანთათვის. დევიდ მოიესმა ბელგიელში 27.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მას შემდეგ რაც ის "იუნაიტედში" გადმოვიდა, ვერ ბრწყინავს, სანაცვლოდ კი, როს ბარკლი ნელ-ნელა გახდა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი. ოუენი ასევე აღნიშნავს, რომ მოიესს შეუძლია მიაღწიოს გრძელვადიან წარმატებას, ამ შეცდომის მიუხედავად.

ოუენი:"მოიესი შეცდა"

ჯერ-ჯერობით მარუანი ვერ ამართლებს მასში გადახდილ თანხას


"მოიესს ალბათ სურდა წამიერი წარმატების მიღწევა როდესაც ფელაინი იყიდა. მე მას ვაფასებ როგორც ძლიერ ფეხბურთელს და გამოსადეგს გუნდისთვის, მაგრამ ჩემი აზრით ის არ არის "იუნაიტედის ფეხბურთელი". უკეთესი იქნებოდა, თუ მოიესი შეიძენდა "ევერტონის" მეორე ნახევარმცველს. გუნდს ეყოლებოდა ორი საუკეთესო ახალგაზრდა- ადნან იანუზაი და როს ბარკლი. ეს იქნებოდა კარგი საფუძველი ახალი გუნდის ასაშენებლად. მაგრამ ეჭვგარეშეა, დევიდ მოიესი წარმატებული მენეჯერი იქნება მანჩესტერისთვის."

ლივერპულურმა კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა როს ბარკლის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამავდროულად, "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, მარტინესმა ისაუბრა ბარკლის შესახებ. მან თქვა, რომ როსი შესანიშნავი მოსწავლეა, რომელიც ვითარდება ყოველდღე. აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც ის ბარკლის შესახებ საუბრობს:



ოუენი:"მოიესი შეცდა"

არასწორი არჩევანი? ბარკლი ბევრად უკეთესად გამოიყურება


ოუენი:"მოიესი შეცდა"

ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი ინგლისში


წყარო:dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
19 დეკემბერი 2013 01:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Middlesbro,

Getanxmebi
0
№12
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ბარკლი მაგარიააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top