თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2013, 16:44
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 2366,
კომენტარები: 11
მანჩესტერ იუნაიტედი შეეცდება ორი მცველის გადმობირებას
მანჩესტერ იუნაიტედი შეეცდება ორი მცველის გადმობირებას
მანჩესტერ იუნაიტედი შეეცდება ორი მცველის გადმობირებას
როგორც ინგლისური გაზეთები იტყობინებიან, მანჩესტერ იუნაიტედი ამ სატრანსფერო ბაზარზე ორი მცველის გადმობირებას შეეცდება.

პორტუგალიური კლუბის "პორტუს" მცველი, ალექსი იუნაიტედის ინტერესების სფეროში მოექცა. იუნაიტედის ხელმძღვანელობა მზად არის 22წლის მცველი გადმოიბიროს, რადგან ისინი ცდილობდნენ ლეიტონ ბეინსის შეძენას, მაგრამ ამაოდ. სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებენ ალექსს.

ალექს სანდრუ 2011წელს სანტოსიდან პორტუში 8მილიონად გადავიდა, ზაფხულში კი შეიძლება პატრის ევრას შემცვლელადაც დასახელდეს. ფრანგს კონტრაქტი ივნისში ეწურება, მოლაპარაკება კი ჯერ არ დაწყებულა.

იტალიური კლუბის "ინტერის" მცველი ანდრეა რანოკია მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესების სფეროში მოექცა. ამ ფეხბურთელით იუნაიტედი ზაფხულშივე იყო დაინტერესებული, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება გაკეთებული არ ჰქონია.

"Daily Express"-ის ცნობით, ადნრეათი ლონდონის ჩელსიც დაინტერესდა. ჟოზე მოურინიო მის გადმობირებას ყველანაირად შეეცდება, რადგან ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე კარგ ტრანსფერად სწორედ ანდრეას მიიჩნევს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ინტერი ჟოზეს გაწვრთნილი გუნდია.

ანდრეათი ინგლისის კიდევ რამდენიმე კლუბი ინტერესდება, ჩელსისთან, იუნაიტედთა ერთად ამ ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ლონდონის არსენალმაც გამოთქვა, მაგრამ ისინი არ არიან მზად გააკეთონ ოფიციალური შეთავაზება.
ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
როჩინა კია მევასება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top