თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2013, 13:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 13
იანუზაის დაცვა სჭირდება
დევიდ მოიესი შეშფოთებულია იანუზაის მიმართ ხისტი თამაშით.
იანუზაის დაცვა სჭირდება
კვირას გამართულ შეხვედრაში, ადნან იანუზაის წინააღმდეგ მრავალჯერ დაირღვა თამაშის წესი, თუმცა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი (მეთიუ ლოუტონი). ამ ფაქტის შემდეგ მოედანზე იანგი შემოვიდა სწორედ ბელგიელის ნაცვლად, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა არსებულ უხეშობასთან დაკავშირებით და მატჩის შემდგომ კონფერენციაზე დევიდ მოისმა არ დატოვა უყურადღებოდ ზემოთ აღნიშნული ფაქტი.

"არ ვიცი რამდენჯერ დაირღვა იანუზაის მიმართ თამაშის წესები ამ ბოლო 3 მატჩის განმავლობაში" - აცხადებს მოიესი. "შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ მის მიმართ უხეშობას. სამწუხაროა, როცა ისინი ასე ხისტად თამაშობენ ამ ახალგაზრდა ტანანტის წინააღმდეგ."

"ლოუტონი გაფრთხილებულ იქნა მსაჯის მიერ, მაგრამ მრავალმა ფეხბურთელმა იუხეშა იანუზაის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, მსაჯებმა ცოტა მეტი დრო უნდა დაუთმონ ასეთი საკითხების განხივლას, რათა საბოლოო ჯამში არ მივიღოთ "წიხლების ქნევა" მოედანზე."

დევიდ მოიესი არა თუ იცავს ბელგიელს, არამედ მისი ტალანტის და პერსონალურობის სჯერა და აცხადებს რომ: "ადნანი უბრალოდ წამოდგება და თამაშს განაგრძობს. ის შესანიშნავი ხასიათების ბიჭია. შთამბეჭდავ საფეხბურთო ნიჭთან ერთად მას აქვს უნარი წამოდგეს (უხეშობისას) და განაგრძოს თამაში, ისე რომ არ გაამწვავოს სიტუაცია. ის ალბათ ყოველი დარღვევისას ასე იტყოდა: "მოდი, კიდევ დამარტყი, თუ გინდა. მე მაინც ავდგები და განგვაგრძობ თამაშს." - დაასრულა იუნაიტედის ბოსმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: lefty
16 დეკემბერი 2013 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
kini gvinda da mogvardeba yvelaferi yahoo2
0
№12
ავტორი: RedGirl
16 დეკემბერი 2013 20:01
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აბა ისე ვერ აჩერებენ და რამე ხო უნდა ქნან :დდ მაგრად მევასება იანუზაი <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: red devil
17 დეკემბერი 2013 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Eget rames jons rato ver ubedaven? Es dzaan sustia eplistvis droa modzlierdes fizikurad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top