თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2013, 22:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2370,
კომენტარები: 13
ზაჰა "იუნაიტედს" დატოვებს
ახლახანს შეძენილი ვინგერი "კრისტალ პალასიდან" "იუნაიტედს" ახლო მომავალში დატოვებს.
ზაჰა
დავიდ მოიესი ემზადება ზაჰას გასაგზავნად არენდით შემდეგ თვეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერისთვის რთული სეზონის დასაწყისი აღმოჩნდა "ოლდ ტრაფორდზე".

"იუნაიტედის" ვინგერი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა "პრემიერ ლიგაში" "ნიუკასლის" წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც წითლებმა გადმოიყვანეს იგი "კრისტალ პალასიდან" £15 მილიონ ევროდ.

მიუხედავად ზაჰას ტალანტისა, "იუნაიტედის" თავკაცს დავიდ მოიესს სურს, რომ ზაჰას უფლება მისცეს არენდით წასვლისა რომელიმე გუნდში, რათა შეიძინოს მეტი გამოცდილება.

ზაჰას გადმოსვლას დიდი იმედებით ელოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი, მაგრამ მას შემდეგ რაც ძირითად გუნდში გამოჩნდა ადნან იანუზაი, ზაჰამ უკანა პლანზე დაიწია და შეიზღუდა მისი გამოჩენის შანსები.

"კრისტალ პალასის" ყოფილი ვინგერი ყოველკვირეულად იღებს £35,000 "ოლდ ტრაფორდზე" და თუ რომელიმე გუნდს სურს ის, მათ მოუწევთ ამ თანხის გადაფარვა.

"ევერტონი" და "ნიუკასლი"-ეს სწორედ ის გუნდები არიან, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ზაჰას, რადგან "იუნაიტედი" მის არენდით გაგზავნას სწორედ ინგლისში აპირებს.

ზაჰა "იუნაიტედს" დატოვებს
ბოლოს და ბოლოს ზაჰას შანსი მიეცა "ნიუკასლთან", მაგრამ მაინც ვერ დაეხმარა გუნდს მოგებაში.


სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ უარყო ზაჰამ ჭორები მასზე და მოიესის ქალიშვილზე და "იუნაიტედის" ვინგერი კვლავ იმას იმეორებდა, რომ ის მიიღებს მის შანსს, როდესაც მოიესი ამას გადაწყვეტს და თვლის, რომ ეს იქნება სწორედ შესაფერისი დრო.


DailyMail.co.uk
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
13 დეკემბერი 2013 04:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იანგს გაყიდიან წესით, ვნახოთ რა იქნება, არენდა მართლაც რომ კარგი გამოსავალია ამ სიტუაციიდან.
0
№12
ავტორი: xfergix
13 დეკემბერი 2013 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
არენდით გავუშვათ ცოდოა ეს ბიჭი
0
№13
ავტორი: GGMU
13 დეკემბერი 2013 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ათამაშე რა მოიეს :
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top