ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის ალბათ საინტერესო ახალ ამბებს...
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ თავდამსხმელ უეინ რუნის კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, კლუბის ხელმძღვანელებმა უეინს ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მის განხილვაზეც კი უარი განაცხადეს. თუ ეს ამბავი სიცრუეს არ შეესაბამება, მაშინ რუნის კლუბის დატოვება საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი. თუმცა "მანჩესტერის" შეფებს იმედი აქვთ, რომ სეზონის ბოლოს "შრეკს" კონტრაქტზე მაინც დაიყოლიებენ.
მოიესი: "ლიგის ფავორიტად უნდა ჩაგვთვალონ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, "შახტართან" მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ლიგის მოგების ფავორიტია მისი გუნდი. "მართალია ქვეყნის ჩემპიონატში არცთუ ისე კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი ისე დავიკავეთ, რომ მარცხი არ გვქონია. ვთვლი, რომ ჩემი გუნდი ამ ტურნირის ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, ამასთანავე ძალიან მსურს სადებიუტო სეზონში ერთი ტიტული მაინც მოვიგოთ".
2016 წლის ლიგის ფინალი კიევში?
თუ უკრაინულ პრესას დავუჯერებთ კიევმა შეიტანა 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩასატარებლად განაცხადი, რადგან "ოლიმპიისკის" სტადიონი უეფას მოთხოვნილებას ყველანაირად აკმაყოფილებს...
პოგბა: "ბევრი კარგი, რამ ვისწავლე"იუნაიტედისგან" მაგრამ"...
"იუნაიტედის" ყოფილ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ვერ მალავს სერ ალექს ფერგიუსონის მიმართ წყენას, მისი განცხადებით: "მანჩესტერში ბევრი კარგი, რამ ვისწავლე. განსაკუთრებით დიდი ფეხბურთელებისგან როგორებიცაა რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, უეინ რუნი და რიო ფერდინანდი. გარდა მწვრთნელისა მათ ჩემი სწამდათ, ამიტომ იძულებული ვიყავი "მანჩესტერი" დამეტოვებინა".
სტროტმანის აგენტი: "კევინი დიდხანს არ აპირებს გუნდის გამოცვლას"
ჰოლანდიელი ფეხბურთელის, კევინ სტროტმანის აგენტმა შილ დეკერმა ჭორი უწოდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მისი კლიენტი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადიოდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "გალათასარაის" არ ეშვება და კვლავ მიმართავს ჰოლანდიელი ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის მიყიდვის თაობაზე. ცნობისთვის გეტყვით, რომ ჰოლანდიელის ღირებულება 13 მილიონ ფუნტს შეადგენს. დიდი ალბათობით ეს ტრანსფერი არ განხორციელდება, რადგან ახლახანს "გალამ" "იუვენტუსი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, გოლი კი სწორედ სნეიდერმა შეაგდო.
ძალიან ყურადღებით არის დაკვირვებული ეს ინგლისური პრესა. - მათი თქმით "იუნაიტედის" ბედი ნაკლებად ანაღვლებთ ფეხბურთელებს და მაგალითი მარუან ფელაინის ფოტო მოიყვანეს, სადაც "ნიუკასლთან" მატჩისას სათადარიგოთა სკამიდან "სმს"-ის გაგზავნითაა დაკავებული...
კი სურდა სერ ალექს ფერგიუსონს ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრუნო გომესი "მანჩესტერში" ეხილა და ერთი სული ქონდა როდის შეუსრულდებოდა 18 წელი, რათა კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა დევიდ მოიესს ეს ჭაბუკი არ მოეწონა, ამის ფონზე კი ბრუნო სამშობლოში დაბრუნდება...
დე ხეას შეყვარებული შაკირას როლში...
უკვე ვიცით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კიპერის, დავიდ დე ხეას შეყვარებული საკმაოდ პოპულარულია, მთელ ევროპაში. ხოდა ახლახან მან ერთ-ერთ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდა მომღერლები სხვადასხვა ჰიტებს ასრულებენ. ქვემოთ შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც ედურნი შაკირას "ვაკა, ვაკას" მღერის, თან საკმაოდ კარგად გამოუვიდა, რის გამოც ჟიურისა და ხალხის მოწონებასთან ერთად კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.
სახალისო სურათები
პ.ს სტატია დაწერილია სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან...
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები