თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2013, 11:13
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2534,
კომენტარები: 12
Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "დონეცკის შახტარი" - პრევიუ
Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "დონეცკის შახტარი" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
თარიღი: სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview

Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მაიკლ კერიკი,შინჯი კაგავა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ "ევერტონისა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ დევიდ მოიესის შეგირდები შეეცდებიან ხვალ დონეცკელების დამარცხებას."მანჩესტერ იუნაიტედს" ხვალინდელ მატჩში ვერ დაეხმარება მაიკლ კერიკი,რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და შინჯი კაგავა,რომელსაც პრემიერ ლიგის ბოლო ტურშიც მოუხდა მატჩის გამოტოვება.

Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview

"შახტარი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:მირშა ლუჩესკუ

როგორც ცნობილი გახდა 8 დეკემბერს ჩაფრინდა "შახტარის" თვითფრინავი მანჩესტერი აერაპორტში 19 კაციანი შემადგენლობით,მაგრამ შემადგენლობაზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.მირშა ლუჩესკუს გუნდს ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება ესაჭიროება ჯგუფიდან გასვლისთვის,იმ შემთხვევაში თუ "ბაიერ ლევერკუზენმა" ესპანეთში "რეალ სოსიედადი" დაამარცხა.

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა და 2013 წელს დატოვა, გუნდს მოაგებინა 25 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 20–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 20-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview

საფეხბურთო კლუბი შახტარი დონეცკი — უკრაინული კლუბი, ქალაქ დონეცკიდან. კლუბს მოგებული აქვს უამრავი საშინაო ტიტული და წარმატებით გამოდის ევროტურნირებზეც. საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო შახტარმა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც გახდა უეფას თასის უკანასკნელი გათამაშების გამარჯვებული.კლუბი 1936 წლის მაისში დაარსდა და იგი ცნობილი იყო, როგორც "სტაკანოვიტე". გუნდმა პირველი არაოფიციალური შეხვედრა გამართა "დინამო ოდესას" წინააღმდეგ, 12 მაისს, 1936 წელს, ბალიტსკის სტადიონზე. ეს მატჩი დონეცკელებმა 2:3 დათმეს. პირველი ოფიციალური მატჩი დიდი იმედგაცრუება იყო დონეცკელებისთვის, რომელიც მათ 1:4 დათმეს "დინამო ყაზანის" წინააღმდეგ."შახტარი" მის თამაშებს რსკ ოლიმპისკის სტადიონზე თამაშობდა. ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. სტადიონი 50.145 ადამიანს იტევს. "უეფამ" ამ სტადიონს 5 ვარსკვლავი მიანიჭა. "შახტარის" უძველესი სტადიონი 1936 წელს აშენდა და 4–ჯერ მოხდა მისი რეკონსტრუქცია. ამჟამად ამ სტადიონზე თამაშობს "შახტარის" მეორე (სარეზერვო) გუნდი.კლუბის პირველი ლოგო შეიქმნა 1936 წელს, რომელიც ლურჯ–წითელ ფერებში იყო. როდესაც კლუბმა სახელი შეიცვალა 1946 წელს, ლოგო გადააკეთეს და გამოიყენეს შავი და თეთრი ფერები. ლოგო იყო წრის სახით და შუაში ეწერა "დონეცკის შახტარი". კლუბის სახელი ბევრგანაა გამოყენებული რუსულად. ამიტომ მას სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შახტიორი (Shakhter, Shakhtyor). 1989 წელს მხატვარმა ვიქტორ სავილოვმა კლუბს შესთავაზა ახალი ლოგოს პროექტი, რომელშიც გამოყენებული იყო ბურთი და მოედანი. 8 წლის შემდეგ კლუბმა ისევ შეიცვალა ლოგო (1997). 2008 წელს სტადიონის პრეზენტაციაზე კლუბმა წარმოადგინა ახალი ლოგო.


ბოლო მატჩები

Manchester United VS Shakhtar Donetsk - Preview


ოფიციალური პრომო ვიდეო

მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
10 დეკემბერი 2013 18:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
წესით უნდა მოვიგოთ, ერთი იმის გამო რომ ბოლო 2სახლში წავაგეთ და მეორედა 1ადგილის შენარჩუნებისგამო
0
№12
ავტორი: BERDI
10 დეკემბერი 2013 20:25
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგარი პრევიუა საღოლ.

დღეს კარგი თამაშს უნდა ვუყუროთ წესით და ვნახოთ რა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top